ცხადია, ჯერ უცნობია, ვინ გავა ფინალში, რომელიც 18 მაისს არის დაგეგმილი, მაგრამ მატჩის გამართვამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი და ფეხბურთის ფედერაციას ჯერაც არ გადაუწყვეტია, რომელი ქალაქი უმასპინძლებს დასკვნით სათასო პაექრობას.
ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ის არის გადაწყვეტილი, რომ თასის ფინალი თბილისში არ გაიმართება. ამ ჩანაფიქრის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სფფ-ის ხელმძღვანელობის
მეორე მოტივი ის გახლავთ, რაც ყველამ იცის - თბილისში არც "დინამო არენა" შეივსება და არც "მიხეილ მესხი", ეს კი ფინალს ეფექტს დაუკარგავს. რეალობიდან გამომდინარე, რეგიონებში ფეხბურთს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, ხოლო პატარა სტადიონზე მისული ხალხის ფონზე ეფექტი აშკარად მეტი იქნება.
სამწუხაროდ, ჩვენი სტადიონები იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ფედერაციას დიდი არჩევანი არც აქვს. დასახელდა სამი ქალაქი, სადაც, სავარაუდოდ, ფინალი გაიმართება - გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის, ქუთაისის რამაზ შენგელიასა და ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონები.
ცხადია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნება 18 მაისისთვის ამ სტადიონებზე მოედნის საფარი. დღეისთვის, რეალურად, საუკეთესო გაზონი ზესტაფონის "დავით აბაშიძეზეა", მაგრამ იმას, მიიღებს თუ არა ეს არენა ფინალის ჩატარების უფლებას, დრო გვიჩვენებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"