საქართველოს თასის ფინალი: გულშემატკივრები ქუთაისისკენ დაიძვრებიან...

AutoSharing Option
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს უმასპინძლებს - 18 მაისს, თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" დასკვნითი სათასო ჯახი 19 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, გუნდები წინასაფინალოდ 17 მაისს ივარჯიშებენ. ქუთაისის ცენტრალური სტადიონის მოედანი ჯერ (19 საათზე) "დინამოს" დაეთმობა, 20 საათზე კი - "სიონს". 19:45 საათზე გუნდების მწვრთნელები, იურაი იარაბეკი და არმაზ ჯელაძე მატჩისწინა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ მატჩისთვის გულშემატკივრებიც ემზადებიან. ცხადია, ქუთაისისკენ "დინამოს" ყველა ნამდვილი გულშემატკივარი დაიძვრება. შევიტყვეთ ასევე ისიც, რომ ბოლნისის
მერია გულშემატკივრებს ავტობუსებს გამოუყოფს. "რამაზ შენგელიაზე" გასამართავ ფინალურ ბრძოლაზე დასასწრებად გამგზავრებას "სიონის" 600-მდე მხარდამჭერი აპირებს.

გარდა ამისა, ფინალის თბილისიდან ქუთაისში გადატანამ დასავლეთ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია და იმედია, მატჩს არანაკლები მაყურებელი ეყოლება, ვიდრე 2003 წელს ამავე გუნდების ფინალურ დაპირისპირებას, როცა სტადიონზე 23 ათასი მაყურებელი შეიკრიბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველაზე ძნელია როცა ყველაფერში მეორე ხარ და პირველობა სულ გწადია, გიდნა და ხან არ გამოგდის ხან რარაც გიშლის ხელს, მუდამ ცდილობდა და მუმა გეჩვენება რომ მტელს ქვეყანას მხოლოდ შენს საზიანოდ უნდა რომ შენ არ იყო პირველი.
აი იყო მეხუთე (გორი) ან მერვე (სამტრედია) მაგრამ შეგეძლოს პირველობაზე გქონდეს უფლებაც, არგუმენტიც და აკეთო ეს კიდევაც, ეს უკვე სულ სხვა მუღამია და ნაკლებად "გგრუზავს" ჭარბი ამბიციებით და მოსაზრებებით.

პატარების არაჭარბ ამბიციებს გაუმარჯოს!მათი ერა მოდის პატარები იქნებიან ლიდერები და ქვეყნის სახელის დამცველები.
jango
18 მაისი 2016 09:39
0
ქუთაისი 2010 vs დინამო 17.05.2016 დასაწყისი 19:30 მატჩს პირდაპირ ეთერში გადაცემს ტვ რიონი . დამერწმუნეთ 1 საათით ადრე უკვე ტრიბუნები გადაჭედილი იქნება მთელი ქუთაისი ელის ამ თამაშს და არამარტო
B.C. Kutaisi 2010
17 მაისი 2016 16:17
0
19:30 სთ. იწყება პირდაპირი ტვ რიონზე
ser
17 მაისი 2016 15:56
0
Xalxi ar xart?gamagebiney qutaisi dinamo kalatburti rodisaa pirveli matchi
Jariskaci
17 მაისი 2016 14:21
0
.., გიორგი მართალს ამბობს, მას მერე რაც ინდივიდუალური სკამები დაიდგა იმ 12 რიგიან სტადიონზე მხოლოდ 12700 კაცი ეტევა დასაჯდომ ადგილებზე,ადრე კი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და 2 სკამის ადგილას 4 კაცი ვიჯექით,ასე რომ 23 000 ვერ იქნება.

ამას გარდა გარანტირებულია რომ ამ მატჩზე ხვალ არ იქნება 5000 ზე მეტი მაყურებელი. იმდენად დაბალია ინტერესი თასის მიმართ. სპეციფიკაა აქ ასეთი, ფინალში რომ იყოს დასავლეთ საქართველოს კლუბი, არც გამიკვირდებოდა სავსე სტადიონი.
jango
17 მაისი 2016 13:26
0
ბოლნისს ნამდვილად სჭირდება ეს გამარჯვება... მჯერა რო თავს არ დაზოგავენ მიდით ბოლნისელებო :*
vaska
17 მაისი 2016 13:06
0
დინამო რო იყო შესარჩევზე შარშან ხო გვასახელა რააა :D
hhjg
17 მაისი 2016 13:05
0
Vinmes tu gaqvt infotlrmacia daweret erti kacurad,kalatburti qutaisi dinamk pirveli tamashi rodisaa
Lasha
17 მაისი 2016 12:58
0
რომ წერ იმაზე ნაკლები არ იქნება 2003-ში რომ იყოო(23000), იცი, რომ ქუთაისის სტადიონი , ისე დააპატარავეს, რომ იქ უკვე 12000 მაყურებელზე მეტი აღარ ეტევა???
გიორგი
17 მაისი 2016 12:46
0
"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ მატჩისთვის გულშემატკივრებიც ემზადებიან. ცხადია, ქუთაისისკენ "დინამოს" ყველა ნამდვილი გულშემატკივარი დაიძვრება. ----------აბა ჭედვა იქნება ტორპედოს სტადიონზე დინამოელთა აურაცხელი ამალისა, მთელი 137 გულშემატკივარი დინამოსი, სად დაეტევა ამხელა ამალა ა? :) :)

ცუდი ამ ყველაფერში ის არის რომ დინამოს მიერ თასის მოგება არავის უნდა, მაგრამ სიონი ვერ არის იმ კონდიცია- სტაბილურობის კლუბი რომ უკეთ წარმოჩნდეს ევსროსარბიელზე ვიდრე ჩიხურა.

ცხადი ერთია, რომ სტადიონზე მოსული ქუთაისელი და სხვა მაყურებლების უდიდესი ნაწილი სიონის გულშემატკივარი იქნება.

Guadua
17 მაისი 2016 12:36
0

სიახლეები პოპულარული