საქართველოს თასის ფინალი: გულშემატკივრები ქუთაისისკენ დაიძვრებიან...

AutoSharing Option
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს უმასპინძლებს - 18 მაისს, თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" დასკვნითი სათასო ჯახი 19 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, გუნდები წინასაფინალოდ 17 მაისს ივარჯიშებენ. ქუთაისის ცენტრალური სტადიონის მოედანი ჯერ (19 საათზე) "დინამოს" დაეთმობა, 20 საათზე კი - "სიონს". 19:45 საათზე გუნდების მწვრთნელები, იურაი იარაბეკი და არმაზ ჯელაძე მატჩისწინა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ მატჩისთვის გულშემატკივრებიც ემზადებიან. ცხადია, ქუთაისისკენ "დინამოს" ყველა ნამდვილი გულშემატკივარი დაიძვრება. შევიტყვეთ ასევე ისიც, რომ ბოლნისის
მერია გულშემატკივრებს ავტობუსებს გამოუყოფს. "რამაზ შენგელიაზე" გასამართავ ფინალურ ბრძოლაზე დასასწრებად გამგზავრებას "სიონის" 600-მდე მხარდამჭერი აპირებს.

გარდა ამისა, ფინალის თბილისიდან ქუთაისში გადატანამ დასავლეთ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია და იმედია, მატჩს არანაკლები მაყურებელი ეყოლება, ვიდრე 2003 წელს ამავე გუნდების ფინალურ დაპირისპირებას, როცა სტადიონზე 23 ათასი მაყურებელი შეიკრიბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველაზე ძნელია როცა ყველაფერში მეორე ხარ და პირველობა სულ გწადია, გიდნა და ხან არ გამოგდის ხან რარაც გიშლის ხელს, მუდამ ცდილობდა და მუმა გეჩვენება რომ მტელს ქვეყანას მხოლოდ შენს საზიანოდ უნდა რომ შენ არ იყო პირველი.
აი იყო მეხუთე (გორი) ან მერვე (სამტრედია) მაგრამ შეგეძლოს პირველობაზე გქონდეს უფლებაც, არგუმენტიც და აკეთო ეს კიდევაც, ეს უკვე სულ სხვა მუღამია და ნაკლებად "გგრუზავს" ჭარბი ამბიციებით და მოსაზრებებით.

პატარების არაჭარბ ამბიციებს გაუმარჯოს!მათი ერა მოდის პატარები იქნებიან ლიდერები და ქვეყნის სახელის დამცველები.
jango
09:39 18-05-2016
0
ქუთაისი 2010 vs დინამო 17.05.2016 დასაწყისი 19:30 მატჩს პირდაპირ ეთერში გადაცემს ტვ რიონი . დამერწმუნეთ 1 საათით ადრე უკვე ტრიბუნები გადაჭედილი იქნება მთელი ქუთაისი ელის ამ თამაშს და არამარტო
B.C. Kutaisi 2010
16:17 17-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული