რომან ფიფია: ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ყველა თანამშრომელს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ბოლნისის "სიონთან" (1:0) საქართველოს თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- დინამო (თბ)-სიონი 1:0 - 13 თასი და 10 დუბლი [VIDEO+PHOTO]

"ძვირფასო გულშემატკივრებო! მსურს გულითადად მოგილოცოთ "დინამო" თბილისის წარმატება განვლილ საფეხბურთო სეზონში.

კლუბმა ღირსეულად შეასრულა შიდა არენაზე დასახული მიზნები - მოიპოვა რა ქვეყნის ჩემპიონის და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელის ტიტულები.

ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ყველა თანამშრომელს.

მჯერა, რომ ქართულ საფეხბურთო ოჯახში მოსალოდნელი სასიკეთო ცვლილებები აუცილებლად აისახება "დინამოს" წინსვლასა და განვითარებაზე.

ძლიერი "დინამო"
კი ყოველთვის იყო ძლიერი ქართული ფეხბურთის საწინდარი", - განაცხადა ფიფიამ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც "დინამოს' დაჩოქებას შესძლენს ეს ისევ "ტორპედო" იქნება და ეს პერიოდი მალე დადგება !
glaxo
22:37 19-05-2016
0
გარდაცვლილი ძმაკაცის კლუბს არ უხდი კომპენსაციას რაც ეკუთვნის და შენ საერთოდ რაზე საუბრობ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული