საქართველოს თასის სამი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში სამი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია.

19 ოქტომბერს გამართულ 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში ქუთაისის "ტორპედომ" ოთარ კვერნაძის ერთადერთი გოლით სტუმრად ვანის "სულორს" სძლია.

90 წუთი უგოლოდ მიილია "ჩიხურა"-"სამტრედიისა" და "მერანი"-"კოლხეთის" შეხვედრებში და გამარჯვებულების გამოსავლენად დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდა საჭირო. მარტვილში გამარჯვების გოლი მე-100 წუთზე აკაკი შულაიამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა შეხვედრა 9 კაცით დაასრულეს.

ივანწმინდაში კი გოლი არც დატამებით ტაიმებში გავიდა და ყველაფერი პენალტების სერიამ გაარკვია, რომელიც მასპინძლებმა უკეთესად შეასრულეს. სამტრედიელთაგან მეოთხე დარტყმა დაჩი ცნობილაძემ ვერ გაიტანა.

ბოლო
ნახევარფინალისტის ვინაობა დღეს "დინამო არენაზე" გაირკვევა, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და თბილისის "ლოკომოტივი" დაუპირისპირდებიან.

საქართველოს თასის 1/2-ფინალური შეხვედრები 2 ნომებერს ჩატარდება, ფინალი კი 22 ნოემბერს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, გაიმართება.

საქართველოს თასი. 1/4 ფინალი
ჩიხურა-სამტრედია 0:0 (პენ. 5:3)

სულორი-ტორპედო 0:1
გოლი: 0:1 ოთარ კვერნაძე (84).

მერანი-კოლხეთი 1:0 (დ.დ.)
გოლი: 1:0 აკაკი შულაია (100).
გაძევება: ლაშა გოგონაია, დავით ბოლქვაძე (107-ე და 111-ე წუთები, ორივე ''კოლხეთი'').

19.10. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბრავო მერანიი!
trryu
20 ოქტომბერი 2016 10:33
0
garigeba,
თასის თამაშზე მიღებული წითელი ბარათი ჩემპიონატის თამაშს ატოვებინებს?
ჯოი გაგა
20 ოქტომბერი 2016 10:01
0
ტორპედო ასე გააგრძელე და მაყურებელი მოვა სტადიონზე ლამაზი ფეხბურთის სანახავად
გია
19 ოქტომბერი 2016 22:51
0
ვულოცავ ჩიხურას.სამტრედია მაინც უძლიერესია!!!
მიშა
19 ოქტომბერი 2016 19:55
0
არის საუბრები რომ ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩი ფოთი ბოლნისი გარიგებულია და აუცილებლად მოიგებს სიონი. ეჭვს ამყარებს ის ფაქტი რომ დღეს კოლხეთის წამყვანმა ორმა ფეხბურთელმა მიიღო წითელი ბარათი და გამოტოვებენ ხსენებულ მატჩს. გამოფხიზლდი ფედერაცია
garigeba
19 ოქტომბერი 2016 18:54
0
დინამომ მოიგო! კიტეიშვილის სამი გოლი!
რეზო
19 ოქტომბერი 2016 18:53
0
ვივა ტორპედო
giga
19 ოქტომბერი 2016 18:34
0
იღბალი რომ ერთ თამაშიანია წლევანდელი თასის გათამაშება თორე ჩიხურას შანსი არც ექნებოდა რომ გასვლაც სათამაშო ქონდეს სამტრედიაში


romandro
19 ოქტომბერი 2016 18:30
0
საღოლ ჩიხურა სამტრედია მოსვეეს :)))))
chikhura
19 ოქტომბერი 2016 18:20
0
"ვავა"სამტრედია.
რეზო
19 ოქტომბერი 2016 17:57
0

სიახლეები პოპულარული