საქართველოს თასის ფინალური წყვილი გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ნოემბერს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ანგარიშის გახსნა "ტორპედომ" მე-19 წუთზე მოახერხა. ვაჟა ტაბატაძემ შორიდან უძლიერესად დაარტყა და ნუკრი რევიშვილი უძლური აღმოჩნდა. "დინამომ" 30-ე წუთზე შეძლო გათანაბრება, ჯაბა ჯიღაურმა "მაკრატელათი" შეაგდო. ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 2 წუთში "ტორპედო" ანგარიშში მეორედ გიორგი ქიმაძემ დააწინაურა.

62-ე წუთზე ჯიღაურმა დუბლი შეასრულა და გაათანაბრა, თუმცა ქუთაისელები ამაზე არ გაჩერებულან და ერთ წუთში გრიგოლ დოლიძემ გამარჯვების გოლი შეაგდო - 2:3,
"ტორპედოს" სასარგებლოდ.

79-ე წუთზე "დინამო" კაცნაკლული დარჩა, შეხვედრის არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მოედნიდან ლადო დვალიშვილი გააძევა. საბოლოოდ "ტორპედომ" გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში "ტორპედო" პირველლიგელ მარტვილის "მერანს" შეხვდება, რომელმაც საკუთარ მოედანზე საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:0 მოუგო.

საქართველოს თასის ფინალი ზესტაფონში 22 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი
2 ნოემბერი. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ტორპედო 2:3
გოლები: 0:1 ტაბატაძე (19), 1:1 ჯიღაური (30), 1:2 ქიმაძე (46), 2:2 ჯიღაური (62), 2:3 დოლიძე (63).
დინამო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ლოჩოშვილი (მიქელთაძე,56), ამისულაშვილი (კაპ), ცინცაძე, ჭანტურიშვილი, დვალიშვილი, კიტეიშვილი, პარუნაშვილი (ზარია,60), ჯიღაური, ველევი
სათადარიგოები: ლომაია, კირკიტაძე, თევზაძე, ლილუაშვილი, ხუბუტია
მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი
ტორპედო: კვასხვაძე (კაპ), ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე, 62), კაპანაძე (ნერგაძე, 90), დოლიძე (ბენაშვილი, 85), ტუღუში.
სათადარიგოები: მამუკა ქვილითაია, ენდელაძე, საღრიშვილი, კვერნაძე
მთ.მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: ლობჟანიძე (12), ფალავანდიშვილი (45), კიტეიშვილი (74), ქიმაძე (76), ჭანტურიშვილი (83), ტაბატაძე (83)
გაძევება: დვალიშვილი (81)
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 18 /
რა სასაცილოა. ჩემპიონთა ლიგაზე კი არა გერმანულ რეგიონ ლიგაშიც არ დავუშვებდი მაგათ
ნიკა
02 ნოემბერი 2016 20:33
0
aსე თუ ისე,ჩემი წინასწარმეტყველება ახდა რომ ფინალში იქნება მერანი-ტორპედო მეთქი.
ახლა მეორესაც ვიტყვი,რომ ტორეპდო თასის მფლობელი ხდება.
ევროპალიგაზე მიდის :ტორპედო,დინამო,ჩიხურა.
ჩემპიონტა ლიგაზე- სამტრედია.
4 ღირსეული კლუბი წარადგენს საქართველოს ევროპაში.
მერანი კი იამაყებს ფინალში მონაწილეობით
თუმცა გაფრთხილდით ტორპედოელებო, ჩიხურაზე უარესი დაგემართებათ მერანთან თუკი ისე ითამაშებთ როგორც ჩიხურამ და თუკი ისევ იმ შეცდომებს დაუშვებთ რაც იყო დინამოსთან.
Jango
02 ნოემბერი 2016 18:48
0
kidev erti morigi dadgmuli spektakli, sakartvelos chempionati totalizatoris sistemashia, tinastar vulozav kuteis uefaze gasvlas!
kobi
02 ნოემბერი 2016 18:45
0
მალადეც ტორპედოს, ეს გუნდი კი უკეთეს შედეგებს იმსახურებს ჩემპიონატსა თუ თასზე, ტორპედომ უნდა განაგრძოს განვითარება ეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ნამდვილად ჭირდება.მომავალში ტორპედომ შემადგენლობაც უნდა გააძლიეროს რადგან გუნდი კიდევ უფრო ძლიერი გახდეს.
bebeto
02 ნოემბერი 2016 18:45
0
მოკლედ დინამოს ფიფიამ ყველაფერი დამართა, რაც კი წარმოუდგენელი იყო!! !!!!
vah
02 ნოემბერი 2016 18:43
0
საღოლ ტორპედოოოო!!!
torpedo fan
02 ნოემბერი 2016 18:27
0
რა გროზნი გუნდია დინამოოოო,ქვა ქვაზე არ დატოვააა
ბაჯო
02 ნოემბერი 2016 18:19
0
რაო დინამო არ გაჩრა სახლში ტამაშმააააა... საგოლ ტორპედოოოოო, მაგრამ ტას მერანს ააგებინებენ..
dato
02 ნოემბერი 2016 18:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული