გროზნი: "დინამოს" მსგავსი დაცვა არსად მინახავს... ასე არ შეიძლება!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ქუთაისის "ტორპედოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- საქართველოს თასის ფინალური წყვილი გაირკვა [VIDEO]

"მსაჯებმა დღევანდელ შეხვედრაში არაერთი შეცდომა დაუშვეს. მსაჯობით უკმაყოფილონი ვართ, თუმცა დღევანდელ მარცხს მათ არ ვაბრალებთ - ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია.

ძალიან უკმაყოფილო ვარ დღეს დაცვის თამაშით. დაცვის პრობლემა სხვა გუნდებშიც მქონია, სადაც კი მიმუშავია, მაგრამ ის, რაც დღეს "დინამოს" დაცვაში ხდებოდა, არსად მინახავს... ასე არ შეიძლება! გასახდელში ფეხბურთელებს ვკითხე კიდეც, რატომ მოხდა ასე...

უკმაყოფილო ვარ ნახევარმცველების თამაშითაც. მე მხოლოდ მათი გაკეთებული პასები არ მჭირდება - ართმევებზე უნდა იმუშაონ მეტი. სამწუხაროა, მაგრამ გუნდს ართმევებზე თამაში და პრესინგი ძალიან უჭირს. ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ.

დვალიშვილის მომენტი? მას მთელი თამაშის განმავლობაში ეუხეშებოდნენ და მისი მესმის, თუმცა არ ვამართლებ. ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ მოწინააღმდეგეს არ აჰყოლოდნენ და არც მსაჯისადმი გამოეხატათ პრეტენზია. მატჩის შემდეგ გასახდელში გიორგი პაპუნაშვილიც იყო. ვუთხარი, რომ ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტის გამო ეს მარცხი მისი ბრალიც იყო. მისი სახით დღეს კარგი შემტევი დაგვაკლდა და ეს გუნდს წინა ხაზში ძალიან დაეტყო. ფეხბურთელებმა 3 თამაშში მიყოლებით წითელი ბარათები მიიღეს და ამასთან დაკავშირებით ზომებს მივიღებთ. სათამაშო კონდიციებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უპირველესი რამ დისციპლინაა!

დღეს ითამაშა ახალგაზრდა ლუკა ლოჩოშვილმა. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ასევე ჯაბა ჯიღაურით ვარ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს მუდმივად მივცემ.

გარკვეულწილად, ამ შედეგზე ჩემპიონატმაც იმოქმედა. ჩემპიონატში გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან გუნდმა მხოლოდ 1-ში იმარჯვა, 1 შეხვედრა ფრედ დაასრულა, 3-ში კი - დამარცხდა. ეს ხასიათზეც მოქმედებს და ესეც იმოქმედებდა.

მოწინააღმდეგე გუნდს ვულოცავ გამარჯვებას. იგებს ის, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს. დღეს ასეთი სწორედ "ტორპედო" იყო.

გვსურდა, ევროთასებზე თასის მოგებით გავსულიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ევროთასებისთვის ჩემპიონატიდან ვიბრძოლებთ", - განაცხადა გროზნიმ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კობიაშვილმა დატოვოს ფეხბურთის ფედერაცია მიხედოს პარლამენტს
givi
03 ნოემბერი 2016 15:02
0
lashas-s გეთანხმები რომ ფეხბურთელს გულშემატკივარი და მაყურებელი ჭირდება მაგრამ ივსება თითქმისსტადიონი ევროთასებზე მაგრამ რად გინდა )
dato
03 ნოემბერი 2016 14:35
0
ურთიერთგამომრიცხველი განცხადებები გააკეთა გროზნიმ(ჯერ რა გინდათ ნაკრებშიო და მერე კონდიციებით მზად იქნებიანო(((..რატომ გამოიძახეს დინამოს ხუთი ფეხბურთელი ნაკრებში?კიდევ კარგი,რომ ამისულაშვილი გააგდებინეს ნაკრებიდან,თორემ ირლანდია–უელსში რა გველოდა,ხომ წარმოგიდგენიათ!ეხლა კიდევ კონკრეტულად გლანძღოთ ფეხბურთელები,რომ ისინიც ჩამოაშორონ ნაკრებს?...,,ჩალ;იჩობშ,,დინამო ფედერაციაში,რომ აუცილებლად იყვნენ მისი ფეხბურთელები ნაკრებში და შესაბამისად ვითომ პრესტიჟი და სატრანსფერო ფასები იყოს მაღალი?!..ეგაა პასუხი,თუ რატომ არ არის გადაწყვეტილი მოქალაქეობა ჯიქიას,გოგიას,ფარცვანიას შემთხვევაში?!...ეხმარებოდა ფიფია კობიაშვილს არჩევნებში და ხარკს უბრუნებს კობიაშვილი პარლამენტარი?
ეროვნული ნაკრების ინტერესბი უპირველეს ყოვლისა!
03 ნოემბერი 2016 11:33
0
გასაგებია დაცვა არ ვარგა ,მაგრამ მთავარია მაინც კარგი შემტევები უნდა გავზარდოთ.გუშინ ცსკა-ს და რეალს 3-3 ბურთი გაუტანეს... ისე ბატ. ფიფიას ვურჩევ თვითონ შეარჩიოს ფეხბურთელები და უფრო მკაცრად მოსთხოვოს,არ უნდა მიიღო ეს საშუალო დონის ხალხი,ამდენ ფულს ხარჯავ ,ასეთი პირობები გაქვს,თავს უნდა იკლავდნენ მოედანზე
თამაზი
03 ნოემბერი 2016 11:32
0
ვგონებ, ფიფო მოგზავნილია, რომ დინამო საბოლოოდ გაანადგუროს როგორც გრანდი!! შიმშილის დროსაც კი ასეთი ფარჩაკი დინამო არ იყო!! ამ ცეხავიკებმა და გუბერნატორის ძმაკაცებმა ხომ....მოაშორეთ ეს კაცი!!!
www
03 ნოემბერი 2016 11:18
0
კუდაბზიკობას სანამ არ მოვიშლით არ გვესველება.დინამო უზომოდ მიყვარს და მინდა წარმატებული იყოს.კარგ მწვთნელებს და ფეხბურთელებს ვითხოვთ და გვავიწყდება რომ არ დავდივართ მასობრივად თამაშებზე.აგერ გროზნის დავცინით იმის მაგივრად რომ მადლობელი ვიყოთ საერთოდ რო მოდიან აქ ცარიელ ტრიბუნებზე არც ფეხბურტEლი ჩაამოვა დ არც მვთნელი.ახლა იტყვით მავანი მაგათ ფეხბურთს სვარკას ვუყუროთო,მაგრამ ჩვენ ცვენი უნდა ვქნათ მივიდეთ ტამაშებზე ჯერ მოვალეობისთვის ვალდებულებისთვის რო წვლილი შევიტანოთ განვიტარებაში.მერე როცა დაინახავენ ბიზმესმენები ევროპელი საშვალო დონის მწვტნელები რომ საქართველოსი ხალხითივსება სტადიონები პულსაც ჩადებენ და ჩამოვლენ კიდეც.აი მერე უკვე სიოვნების მისაგებად ვივლით წარმოიდგინეტ ეუბნები ფეხბურთელს დაიხარჯე ლამაზად ითამაშე,დზნელია მისთვის ტაშის დამკვრელი არ ყავს გენიალურ კავსადზესაც კი გაუჩირდება ცარილე დარბაზში როლის თამაში.ფეხბურთი თეატრს გავს ფეხბურთელები და მსახიობები ხალხისთვის თამაშობენ.
lasha
03 ნოემბერი 2016 11:13
0
კონდიციით კმაყოფილი ვარო? იგებს ის ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს, მაგრამ იგებს ის ვინც თავს კარგად იცავს ვინც კარგია შეტევაშიც და ართმევაშიც,ვინც ბურთს უკეთ ფლობს,ვისაც სათანადო სისწრაფე და სწრაფ გამძლეობა აქვს.
ავთანდილ ბერიძე
03 ნოემბერი 2016 06:51
0
ra ar mogcont xalxo- rom ar efereba fexburtelebs da lafs, rom asxams? mag ferebam da mcvrtnelze gadabralebam daguba qartuli fexburti
levani
03 ნოემბერი 2016 02:47
0
ბოლოს იტყვის ასეთი ხალხის მნახველი არ ვარო და თავისგამართლებით აახვევს!
nda
02 ნოემბერი 2016 23:52
0
გიორგი რეხვიაშვილი დააბრუნე დინამოში თუ გინდა ძლიერი მცველი.
111
02 ნოემბერი 2016 23:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული