ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი მიქაძის შეგირდებმა თასის მიმდინარე გათამაშებაში აქამდეც შთამბეჭდავი თამაში აჩვენეს - ნახევარფინალამდე ზედიზედ უმაღლესი ლიგის ერთბაშად 3 გუნდი ჩამოიცილეს გზიდან, გუშინ ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტ "ჩიხურას" შანსი არ დაუტოვეს და უდიდეს წარმატებასაც გამოჰკრეს ხელი.
აღსანიშნავია, რომ "მერანი" ნახევარფინალში მეორედ ასპარეზობდა. 6 წლის წინათ მარტვილელები, მალხაზ ჟვანიას თავკაცობით, ახლოს იყვნენ ფინალში გასვლასთან, თუმცა ქვეყნის მაშინდელ
სანამ უშუალოდ შეხვედრის პერიპეტიებზე გადავიდოდეთ, ვთქვათ ისიც, რომ სტუმართა რიგებში დისკვალიფიცირებული იყო მიხეილ სარდალიშვილი, მასპინძელთა დანაკარგი კი გაცილებით დიდი იყო - ტრავმის გამო ივანე ხაბელაშვილსა და რევაზ გეწაძეს, ხოლო ბარათების სიჭარბის გამო კიჭი მელიავას, ნიკოლოზ საბანაძესა და ლაშა ჩალაძეს მოუწიათ მატჩის გამოტოვება.
საწყისი წუთები სტუმრებს ცუდს არაფერს უქადდა. მეტწილად, თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, რაც მოედანზე არსებულმა შინაგანმა დაძაბულობამ განაპირობა. საჩხერელები ძირითადად მაღალი ჩაწოდებებითა და "სტანდარტულებით" ცდილობდნენ, გასულიყვნენ ფონს. და მაინც, სტუმრები რამდენჯერმე დაემუქრნენ დავით კუპატაძის კარს, თუმცა ჯერ გიორგი განუგრავას შორეული, შემდეგ კი გიორგი რეხვიაშვილის თავური გამოდგა არაზუსტი.
34-ე წუთზე მერანელებმა შესანიშნავი სამსვლიანი (ორბელაძე-შულაია-ქანთარია) კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც ზვიად ქანთარია მეკარესთან მარტო დარჩა, დინო ჰამზიჩს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიშიც გაიხსნა.
ფრთაშესხმულ და ფანებისგან შეგულიანებულ მასპინძლებს ტაიმის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეეძლოთ გატანა, თუმცა შოთა ჯიქიას პასით ისევ ერთი-ერთზე გასულმა ქანთარიამ იგივე ხრიკი ჯეროვნად ვერ გამოიყენა - ამჯერად ბურთი კარს ზემოდან გადაევლო.
"ჩიხურას" დამრიგებელმა თამაშში გარდატეხის შეტანა ტაქტიკური გადაადგილებით სცადა, მაგრამ ეს ეფექტური არ აღმოჩნდა. პირიქით, მეორე ტაიმში "მერანის" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. მასპინძლებმა უკვე მთლიანად ჩაიგდეს ხელში თამაშის სადავეები და მშვიდად აკონტროლებდნენ ვითარებას.
"ჩიხურას" ცდა არ დაუკლია, მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მიახლოება და რეალური ხიფათის შექმნა უჭირდა. "მერანმა" კი პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული თამაშის გარდა, საგოლე მომენტების რეალიზების კარგი მაჩვენებლითაც დაგვამახსოვრა თავი.
53-ე წუთზე გიორგი ციმაკურიძემ ბენჟამინ ტეიდი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. საჯარიმოში ტეიდსა და შოთა კაშიას შორის ორთაბრძოლისას ორივე ფეხბურთელი წაიქცა, არბიტრმა სტუმართა მცველი დაადანაშაულა და 11-მეტრიანთან ერთად, ყვითელი ბარათითაც დასაჯა, პენალტი კი უნაკლოდ შეასრულა აკაკი წყაროზიამ - 2:0.
ამის შემდეგ "ჩიხურამ" რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა. გამოსარჩევია საბა ლობჟანიძისა და კაშიას დარტყმები, მიზანს მცირე მანძილით რომ ასცდა. ყველაზე რეალური მომენტი მაინც თორნიკე გორგიაშვილს ჰქონდა. მისი თავური მარტვილელთა კარის დარაჯმა რის ვაივაგლახით მოიგერია.
"ჩიხურა" მაინც ცდილობდა გატანას, მაგრამ ამ დროს სტუმრებმა მოედნის ცენტრში უხეში შეცდომა დაუშვეს და განვითარდა შეტევა, რომელიც ლევან წოწონავას მიერ საშუალო დისტანციიდან გატანილი გოლით დასრულდა - 3:0.
მოკლედ, მარტვილში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი შედგა. მერანელებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ გაახარეს გულშემატკივრები და ნანატრი ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს.
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი
02.11. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-ჩიხურა 3:0
გოლები: 1:0 ქანთარია (34. შულაიას პასით), 2:0 წყაროზია (53-პენ), 3:0 წოწონავა (90)
მერანი: კუპატაძე, გიორგაძე, ციმაკურიძე, ორბელაძე, გეგია, წყაროზია, ტეიდი, ლომაშვილი, ჯიქია (67. წოწონავა), ქანთარია (83. ანთია), შულაია (90. ლუკავა).
სათადარიგოები: მამალაძე, თოლორდავა, ჯიჯელავა, ქაჯაია
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
ჩიხურა: ჰამზიჩი, თ. გრიგალაშვილი (83. კაკუბავა), შ. კაშია, რეხვიაშვილი, განუგრავა, გვალია, ლექვთაძე, ჩიკვაიძე, გორგიაშვილი (75. კორიფაძე), ლობჟანიძე, ტატანაშვილი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, დეკანოიძე, მუმლაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: შ. კაშია (53), განუგრავა (59), შ. ჯიქია (63), გორგიაშვილი (71)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მერანმა წარმოაჩინა რომ უნაღლეს ან პირველ ლიგაში კლუბების ოდენობის ცვლილება არ ცვლის რეალობას, რეალობას სხვა თვალით უნდა დახანვა და ფედერაციის ტოპ სამეულს- კობიაშვილს,მუჯირს და იაშვილის ამის უნარები არა აქვთ,ისინი ვერც კი ხვდებიან რამოდენა ხაფანგი დაუგეს ქართულ ფეხბურთს და როგორ ანგრევენ მის ნარჩენებს.ამიტომაც კიდევ ერთხელ ვამბობ, შეცვალეთ უმაღლესი და 1-ლი ლიგის ფორმირების წესი, იყვნენ იმდენი რამდნესაც შეუძლია ფინანსურად და არა რამდენიც თბილისის დინამოს სურს ევროთასებზე გასასვლელად. დაინახეთ უკვე რომ ხელშეწყობილი მისსავე სტადიონზე მოთამაშე დინამოც გავარდა, ასევე ისიც სახიფათო მდგომარეობაშია 7 კლუბიან ჯგუფში, იქაც არ იცის რომელ ადგილზე დაამთავრებს 1-ის გარდა. კიდევ რა უნდა ქნას ქართველმა ხალხმა? დინამოს მუხლები უკოცნოს?
4 ტიტულოვანი კლუბი აიცილა თავიდან მერანმა,ჩიხურასთან ხელოვნურად გასწირეთ სამტრედია, ვანის სულორს ძლივს გამოღლიტა გამარჯვება ტორპედომ,არ კმარა?
გოგი ქუთაისელი
12:53 03-11-2016
მაპატიონ მარტვილელებმა მაგრამ ფინალს მოიგებს ტორპედო!!!
შენ არ იყავი გუშინ დეიქცა ქვეყანაო რომ იძახოდი? თუ შენი სახელით სხვებიც წერენ?
არ ინერვიულო ,ტორპედო კარგი კლუბია ისტორიით მაგრამ არა დღევანდელობით,მაგრამ ლოგიკური იქნება რომ მარტვილმა სხვა ტიტულოვანებთან ერთად ამასაც გადაუაროს როგორც ჯერ არს, და რატომ იცი? არა იმიტომ რომ ტორპედო ვინმეს არ მოსწონს, არამედ იმიტომ რომ კიდვეე ერთხელ დაინახოს ფედერაციამ თავისი უმწეობა და უაზრობა.
თუმცა პრაგმატული მოსაზრებით და ქვეყნის იმიჯისათვის რა თქმა უნდა უკეთესი იქნება ამ ეტაპზე ტორპედოს გასვლა ევროპალიგაზე, მაგრამ ვნახოთ ფინალში გამოჩნდება ყველაფერი.
ქუთაისის სადღეგრძელოს აუცილებლად დავლევ