ზესტაფონი საქართველოს თასის ფინალისთვის ემზადება

AutoSharing Option
22 ნოემბერს ზესტაფონის "დავით აბაშიძე" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალს უმასპინძლებს. მატჩი 19 საათზე დაიწყება. ტიტულისთვის ერთმანეთს პირველი ლიგის ბინადარი მარტვილის "მერანი" და უმაღლესლიგელი ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან.

როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, წლეულს, 18 მაისს, თასის ფინალი, პირველად ტურნირის არსებობის ისტორიაში, თბილისის გარეთ გაიმართა - მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. ამგვარად, ზესტაფონი გახდება მესამე ქალაქი, სადაც პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა.

ფინალისთვის საგანგებო რეჟიმში ემზადება სტადიონიც. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფინალის ტრანსლირება სტადიონის
აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ტრიბუნიდან განხორციელდება, რათა მატჩი უკეთესად შეიფუთოს და მაყურებელს მისაღებ ფორმაში მიეწოდოს.

პირდაპირი რეპორტაჟის საწარმოებლად სტადიონზე სატელევიზიო კამერების განსათავსებელი ადგილების მონტაჟი მიმდინარეობს - მთავარი კამერისთვის განკუთვნილის გარდა, უკვე დამონტაჟებულია "თამაშგარის ზონის" გასწვრივ მდებარე ორი პლატფორმაც, რაც ტელემაყურებელსა და ფეხბურთის სპეციალისტებს სადავო ეპიზოდების გამეორებისას დამატებით კომფორტს შეუქმნის.

საკომენტატორო ჯიხურიც არენის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ტრიბუნაზევე განთავსდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით მიმდინარეობს ფინალისთვის სათამაშო მოედნის გარშემო მდებარე ტერიტორიის საგანგებოდ მომზადება, სარეკლამო ბანერებით მოწყობა, რაც სტადიონს უფრო გაალამაზებს.

ფინალის ბილეთების გაყიდვა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სალაროებში მატჩის დღეს, 22 ნოემბერს, 10 საათიდან დაიწყება. ბილეთის ფასი 2 და 3 ლარია. ფინალში მონაწილე კლუბების გულშემატკივრებს საჩუქრად 500-500 ბილეთი გადაეცემათ.

აქვე ვიტყვით, რომ ზესტაფონს სტადიონების მშენებელი კომპანია Global Standard Builder-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ და ეგრეთ წოდებულ "ფეროს" ხელოვნურსაფარიან სტადიონზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. როგორც ირკვევა, დაგეგმილია მეორე მოედნის განახლებაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თასის ფინალის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას ზესტაფონის კულტურის ცენტრთან არსებული ბიჭუნათა გუნდი "ჯავარდენი", რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სკოლის გოგონათა გუნდი და ქორეოგრაფიული ანსამბლი "შევარდენი" მიიღებენ
sergo
22 ნოემბერი 2016 06:09
0
რა სახელიც გაწერია ზუსტად ისეთივე .. იქნები ცხოვრებაში არ ვაპირებ შენისთანა უინტელქტო ადამიანთან რაღაც უაზრობაზე კამათს ჯერ რა გინდა ვერ გავიგე შენ ნაწერს ტავტოლოგიური მეცნიერებაც ვერ გამოიცნობს მის შინაარს გაბოროტებული კლავიშნიკი ვიღაც
Mandela
21 ნოემბერი 2016 19:54
0
ჯიგაურმაც დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს დინამოს არ ეყო! ვუსურვებ ტორპედოს წარმატებას, უნდა დაიცვათ გუნდის პრესტიჯი!!! გუნდი რომელიც უგებდა მოსკოვის და კიევის დინამოს, ზენიტს და სხვა მრისხანე გუნდებს!
გოგი ქუთაისელი
21 ნოემბერი 2016 18:48
0
კი ჩემო ნელსონ მანდელა კი :)

"ასტროლოგიური რაოდენობის" ბურთების (ბირთვების ხომ არა შემთხვევით? ან ასტრონომიულის ხომ არა?) კიდევ "აბსოლიტური " უმრავლესობა "ბალერშიკობა" (სიტყვა გულშემატკივარს ისევ "ბალერშიკობა" ამჯობინე ;) ) "გაათმაგებული ემოციებით დავიცლებით" "ფანობას და არა სემიჩკის მჭამელ არხეინ მართლაც რომ მაყურებლებს"

მასე ფიქრობდა ჩიხურაც ,ის ჩიხურა ტორპედოს რომ თავზე ბურთებს ახევს , მაგრამ ფაქტი სულ სხვაა :)

წარმატებები მერანს, მადლობა ტორპედოს ფინალში მონაწილეობისათვის.
QWERTY
21 ნოემბერი 2016 18:25
0
მერანი ისე მოიგებს როგორც ალავესი პრიმერას :)
mario
21 ნოემბერი 2016 18:01
0
დიდი ეჭვი მაქ მერანის კარის ბადე ასტროლოგიური რაოდენობის გოლების მომსწრე გახდება წარმატებები ტორპედოს იცით ბიჭებო სტადიონზე მოსული გულშემატკივრების აბსოლიტური უმრავლესობა ქუთაისელი იქნება და თუ როგორ ვიცით ქუთაისლებმა ბალერშიკობა ყველამ კარგად იცის ხვალინდელ მატჩში კი გაათმაგებული ემოციებით დავიცლებით ჩვენი გუნდის საქომაგოდ თქვენ ხვალ იხილავთ ნამდვილ ფანობას და არა სემიჩკის მჭამელ არხეინ მართლაც რომ მაყურებლებს.
Mandela
21 ნოემბერი 2016 17:28
0
წინასწარ ვულოცავ მარტვილის მერანს თასის მოგებას :) აბა თქვენ იცით ბიჭები, იმედია საბანაძე დუბლს შეასრულებს !!!
მერანიიი , მერანიიი ..
QWERTY
21 ნოემბერი 2016 16:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული