როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, წლეულს, 18 მაისს, თასის ფინალი, პირველად ტურნირის არსებობის ისტორიაში, თბილისის გარეთ გაიმართა - მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. ამგვარად, ზესტაფონი გახდება მესამე ქალაქი, სადაც პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა.
ფინალისთვის საგანგებო რეჟიმში ემზადება სტადიონიც. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფინალის ტრანსლირება სტადიონის
პირდაპირი რეპორტაჟის საწარმოებლად სტადიონზე სატელევიზიო კამერების განსათავსებელი ადგილების მონტაჟი მიმდინარეობს - მთავარი კამერისთვის განკუთვნილის გარდა, უკვე დამონტაჟებულია "თამაშგარის ზონის" გასწვრივ მდებარე ორი პლატფორმაც, რაც ტელემაყურებელსა და ფეხბურთის სპეციალისტებს სადავო ეპიზოდების გამეორებისას დამატებით კომფორტს შეუქმნის.
საკომენტატორო ჯიხურიც არენის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ტრიბუნაზევე განთავსდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით მიმდინარეობს ფინალისთვის სათამაშო მოედნის გარშემო მდებარე ტერიტორიის საგანგებოდ მომზადება, სარეკლამო ბანერებით მოწყობა, რაც სტადიონს უფრო გაალამაზებს.
ფინალის ბილეთების გაყიდვა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სალაროებში მატჩის დღეს, 22 ნოემბერს, 10 საათიდან დაიწყება. ბილეთის ფასი 2 და 3 ლარია. ფინალში მონაწილე კლუბების გულშემატკივრებს საჩუქრად 500-500 ბილეთი გადაეცემათ.
აქვე ვიტყვით, რომ ზესტაფონს სტადიონების მშენებელი კომპანია Global Standard Builder-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ და ეგრეთ წოდებულ "ფეროს" ხელოვნურსაფარიან სტადიონზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. როგორც ირკვევა, დაგეგმილია მეორე მოედნის განახლებაც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მერანიიი , მერანიიი ..