კახა ჩხეტიანი: მადლობა უფალს, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა საქართველოს თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელია

"პირველი ტაიმი ჩვენბი უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც ანგარიშშიც აისახა. რატომღაც ვიფიქრეთ, რომ მატჩი უკვე მოგებული გვქონდა, თუმცა მეტოქემ სხვაობა შეამცირა, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა და მადლობა უფალს, რომ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა.

ის, რომ დღეს ტიტული მოვიპოვეთ, ფეხბურთელების დიდი დამსახურებაა - ყველაფერში წვლილი მათ მიუძღვნით. მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის ფეხბურთელებს ყველაფრისთვის", - განაცხადა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული