კეირუშის ერთი თვე

AutoSharing Option
პორტუგალიური სპორტული პრესის ფლაგმანმა A Bოლა-მ გაავრცელა ინფორმაცია ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარლუშ კეირუშის ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დასჯის შესახებ. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ კეირუში ქვეყნის ანტისადოპინგო კომიტეტის თავმჯდომარის ლუიშ ორტასა და ამ ორგანიზაციის ექიმების შეურაცხყოფისთვის დასაჯა.

ინციდენტი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდა, პორტუგალიის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე, რომელსაც სპეციალისტები რამდენიმე ფეხბურთელის ტესტირების მიზნით ესტუმრნენ. ინციდენტის დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

წესით, კეირუშის დიკვალიფიკაციის ამბავი 19 აგვისტოს შემდეგ უნდა გახმაურებულიყო, მაგრამ პორტუგალიის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მის შეცვლას არ აპირებს.

ყოველივე კი
იმას ნიშნავს, რომ კეირუში 3 და 7 სექტემბერს, შესაბამისად კვიპროსისა და ნორვეგიის ნაკრებებთან ევრო-2012-ის სასტარტო შესარჩევ მატჩებში თავის სამწყსოს ვერ უხელმძღვანელებს და მის მოვალეობებს ერთ-ერთი ასისტენტი შეასრულებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული