საუკეთესო ბომბარდირები 2-2 გოლით დავით სირაძე და ჯაბა კანკავა გახდნენ. როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. თითო ბურთია ალექსანდრე იაშვილის, ლევან კობიაშვილისა და დავით თარგამაძის ანგარიშზე. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ციკლის საუკეთესო ბომბარდირი კი 12
თემურ ქეცბაიას გუნდის წევრთაგან თითო საგოლე პასია დავით თარგამაძის, უჩა ლობჟანიძის, დავით სირაძისა და ოთარ მარცვალაძის აქტივშია, ამ კომპონენტში საუკეთესო მაჩვენებელი კი გერმანელ მესუთ იოზილსა და შვედ კიმ კალსტრიომს აქვთ - 7-7.
ქართველთაგან მეტოქის კარის ჩარჩოში ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ, იაშვილმა დაარტყა, რომელსაც კანკავა მოსდევს 2 დარტყმით. როგორც ხედავთ, ჯაბას ყოველი მეორე დარტყმა საგოლე იყო. ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი, 20-20 ზუსტი დარტყმის ავტორები ჰუნტელაარი და ესპანელი დავიდ ვილია არიან. მესამე შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩია 18 დარტყმით.
კარის მიმართულებით დარტყმებში სომეხი იურა მოვსისიანი ლიდერობს - 20, ორით ნაკლები მიითვალა ვილიამ. ქართველთაგან საუკეთესოების, მარცვალაძის, კანკავასა და ზურაბ ხიზანიშვილის აქტივში კი მხოლოდ 6-6 დარტყმაა.
თამაშგარეში ყველაზე მეტჯერ, 18-ჯერ, ბოსნიელი ედინ ჯეკო აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრებს აქაც მოკრძალებული მაჩვენებელი აქვს - ოფსაიდი თანამსაჯმა 6-ჯერ დაუფიქსირა ვლადიმერ დვალიშვილს, 3-ჯერ კი - ლევან კობიაშვილს.
განვლილი ციკლი გაუძევებლად ჩავამთავრეთ და საქართველოს ნაკრებს არც კატასტროფული რაოდენობის გაფრთხილებები მიუღია. 3 ყვითელი ბარათი უჩვენეს ზურაბ ხიზანიშვილს, 2-2 - უჩა ლობჟანიძეს, ოთარ მარცვალაძეს, ჯაბა კანკავასა და ლევან კობიაშვილს, თითო-თითო - ლევან მჭედლიძეს, აკაკი ხუბუტიას, დავით თარგამაძეს, გოგიტა გოგუას, დავით სირაძეს, გურამ კაშიას, ალექსანდრე იაშვილს, ალექსანდრე ამისულაშვილსა და ნუკრი რევიშვილს.
საქართველოს ნაკრების ყველაზე უხეში ფეხბურთელი ხიზანიშვილია, რომელმაც თამაშის წესები 12-ჯერ დაარღვია. მას 11-11 ჯარიმით ამისულაშვილი და კახა კალაძე მოსდევენ. ამ არცთუ საპატიო ნომინაციის ლიდერი ისლანდიელი იოან ედმუნდსონია, რომელიც 28-ჯერ დაჯარიმდა.
ყველაზე მეტჯერ, 35-ჯერ, თამაშის წესები ბერძენი გიორგიოს კარაგუნისის წინააღმდეგ დაარღვიეს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან კი ამ მხრივ საუკეთესო კობიაშვილია 19 ჯარიმით. 13-ჯერ ეუხეშნენ გოგუას, რომელმაც გასულ შესარჩევში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება გუნდურ სტატისტიკას, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 20 გაფრთხილება მიიღო, კარის ჩარჩოში 41-ჯერ დაარტყა, თამაშგარე მდგომარეობაში 20-ჯერ აღმოჩნდა, 49 კუთხური ჩააწოდა და 123-ჯერ დაჯარიმდა.
ჩვენი გუნდი თავისი 7 გოლით ევროპულ ნაკრებებს შორის 36-ე ადგილს რამდენიმე ნაკრებთან ერთად იყოფს, მიღებული ბურთების სიმცირით კი მე-18 პოზიციაზეა.
ყველაზე მეტი, 37 გოლი ჰოლანდიამ გაიტანა, სან მარინოს კი ამ გრაფაში 0 უწერია. ყველაზე ბევრიც, 53, იმავე სან მარინომ გაუშვა, იტალიას კი მხოლოდ 2-ჯერ გაუტანეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"