დასტვენილი ჰოლანდია წნეხის ქვეშ

AutoSharing Option
ისევე, როგორც გერმანიამ, პარასკევს ვერც ჰოლანდიამ მოიგო, თუმცა ბუნდესგუნდისგან განსხვავებით, "ნარინჯისფრებს" კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ, რადგან ამსტერდამში შვეიცარიასთან 0:0 სერიოზულ წარუმატებლობად ჩაითვალა. მეტიც: "ამსტერდამ არენას" პუბლიკამ ჰოლანდიის ნაკრებს უსტვინა კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერტ ვან მარვიიკის შეგირდები დღევანდელ შეხვედრას დაწნეხილები ხვდებიან.

ჰოლანდიელი გუშემატკივრები განსაკუთრებით იმის გამო განრისხდნენ, რომ ცოტა მეტი გამართლება და შვეიცარიის ნაკრები ამსტერდამში მოიგებდა კიდეც.

"სტვენა ნამდვილად დავიმსახურეთ, რადგან ქომაგები ჩვენგან, მით უმეტეს საშინაო შეხვედრაში ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ. მეტიც, უმეტესად მხოლოდ შედეგითაც არ კმაყოფილდებიან ხოლმე და უნდათ, რომ
ჰოლანდიის ნაკრებმა ლამაზი ფეხბურთით მოიგოს," - ეს ჰოლანდიის ნაკრების მცველის, იორის მატიისენის სიტყვებია. ვან მარვიიკმა კი "ამსტერდამ არენას" პუბლიკის საქციელს ტიპურ-ჰოლანდიური უწოდა.

ბერტი იძულებულია, დღევანდელ მატჩში ექსპერიმენტები განახორციელოს, რადგან ჰამბურგში ჰოლანდიას რაფაელ ვან დერ ვაარტისა და რობინ ვან პერსის სახით ორი წამყვანი ფიგურა დააკლდება. სამაგიეროდ, ბრუნდება კლაას-იან ჰუნტელაარი, რომელიც სპეციალური ნიღბით ითამაშებს. "შალკეს" გოლეადორმა განაცხადა, უკვე ნორმალურად ვსუნთავ და გერმანიასთან თავიდან ბოლომდე თამაში შემიძლიაო.

ნახევარდაცვაში ჰოლანდიას ვან დერ ვაარტთან ერთად, ნაიჯელ დე იონგიც აკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვან მარვიიკი ნახევარდაცვის ცენტრში სავარაუდოდ კევინ სტროოტმანს (ეინდჰოვენი) და გამოცდილ მარკ ვან ბომელს (მილანი) მიენდობა. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელებმა გერმანელების დამარცხება ბოლოს 2002 წელს შეძლეს, როცა გელზენკირხენში 3:1 მოიგეს. გერმანიას კი, ევროპის 1988 წლის ჩემპიონი 1996 წლის (1:0 როტერდამში) აღარ დაუმარცხებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული