„მას მერე, რაც გერმანიის ნაკრებში ვთამაშობ, ასე თავდაჯერებული არასდროს ვყოფილვარ. სანაკრებო დონეზე დიდი ტიტულის მოგების ყველაზე მეტად ახლა მჯერა. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც პირდაპირ ჩემპიონობაზე არ უნდა ვიფიქროთ,“ - განაცხადა ლამმა ჟურნალ „შტერნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
28 წლის ფლანგის მცველი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში არა მარტო გერმანიის ნაკრებს, არამედ მიუნხენის „ბაიერნსაც“ დიდი წარმატებები ელის:
„გერმანულმა ფეხბურთმა უდიდესი პროგრესი განიცადა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები გვყავს და
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"