ლამი: მიზანი ევროპის ჩემპიონობაა!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება.

„მას მერე, რაც გერმანიის ნაკრებში ვთამაშობ, ასე თავდაჯერებული არასდროს ვყოფილვარ. სანაკრებო დონეზე დიდი ტიტულის მოგების ყველაზე მეტად ახლა მჯერა. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც პირდაპირ ჩემპიონობაზე არ უნდა ვიფიქროთ,“ - განაცხადა ლამმა ჟურნალ „შტერნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

28 წლის ფლანგის მცველი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში არა მარტო გერმანიის ნაკრებს, არამედ მიუნხენის „ბაიერნსაც“ დიდი წარმატებები ელის:

„გერმანულმა ფეხბურთმა უდიდესი პროგრესი განიცადა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები გვყავს და
საკლუბო დონეზეც ვპროგრესირებთ. ამიტომაც მჯერა, რომ საერთაშორისო ტიტულს მიუნხენშიც უნდა ველოდოთ.“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული