ჰიდინკის დებიუტი ასტანაში შედგება

AutoSharing Option
თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტისთვის ემზადება სახელგანთქმული გუუს ჰიდინკი. 3 სექტემბერს მისი გუნდი ასტანაში ყაზახების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 7-ში სტამბულში ბელგიას უმასპინძლებს.

თურქეთის მთავარ გუნდში პირველად გამოიძახეს გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი 23 წლის ნახევარმცველი ოზერ ჰურმაჩი, ნაკრების მთავარი დანაკლისი კი ტრავმირებული ძირითადი მეკარის, ვოლქან დემირელის არყოფნაა.

მეკარეები: ჰაქან არიქანი (ბეშიქთაში), ონურ ქივრაქი (ტრაბზონსფორი), სინან ბოლათი (სტანდარდი);

მცველები: გიოქან გიონული (ფენერბახჩე), საბრი სარიოღლუ, სერვეთ ჩეთინი, გიოქან ზანი, ჰაქან ბალთა (ყველა – გალათასარაი), ომერ ერდოღანი (ბურსასფორი), იბრაჰიმ თორამანი, ისმაილ ქოიბაში (ორივე
– ბეშიქთაში);

ნახევარმცველები: ჰამით ალთინთოფი (ბაიერნი), ქაზიმ ქაზიმი, სელჩუკ შაჰინი, ემრე ბელოზოღლუ, ოზერ ჰურმაჩი (ყველა – ფენერბახჩე), მეჰმეთ აურელიო (ბეშიქთაში), ნური შაჰინი (ბორუსია დ.), სელჩუკ ინანი (ტრაბზონსფორი), არდა თურანი (გალათასარაი);

თავდამსხმელები: თუნჩაი შანლი (სტოკი), სემიჰ შენთურქი (ფენერბახჩე), სერქან ილდირიმი (ბურსასფორი), ნიჰათ ქაჰვეჩი (ბეშიქთაში), ჰალილ ალთინთოფი (აინტრახტი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული