ნორვეგია-პორტუგალია
4:4 კვიპროსთან, თანაც საკუთარ მოედანზე - პარასკევს კრისტიანო რონალდოსა და კარლუშ კეირუშის გარეშე დარჩენილმა პორტუგალიამ გენიალური, მაგრამ თავისთვის არასასურველი სპექტაკლი დადგა. დრეს კი პორტუგალიელები ნორვეგიაში ჩადიან და ხვდებიან გუნდს, რომელმაც პირველ ტურში ისლანდიიდან სამი ქულა წაიღო (2:1). დრევანდელი მატჩისთვის პორტუგალიის ნაკრების მთავარი ამოცანა დაცვის ხაზის დასტაბილურებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირენელეებს მორიგი სიურპრიზების ატანა მოუწევთ ამ ხუმრობა ხუმრობაში საქმეს გაირთულებენ.
პორტუგალიასთან ერთად, ჯგუფის მთავარ ფავორიტად დანიის ნაკრები მიიჩნევა, რომელსაც პარასკევს არ უთამაშია. ოლსენის გუნდი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე