უკმაყოფილო და კმაყოფილი ბილიჩი

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი ძალზე უკმაყოფილო დარჩა ბერძნებთან საშინაო მატჩის შედეგით. გეცოდინებათ, რომ ხორვატებმა ევრო-2012-ის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთის ნაკრებთან შეხვედრა უგოლოდ დაასრულეს და კინკილა ქულას გამორჩნენ.

"ჩემი უკმაყოფილების დამალვას რა აზრი აქვს? ჩვენ მოგებას ვგეგმავდით და მიზანს ვერ მივაღწიეთ. შეხვედრა დამაჯერებლად დავიწყეთ და საწყისი 15 წუთის განმავლობაში საკმაოდ მწვავედაც ვუტევდით, მაგრამ მერე ბერძნებს ავყევით და ნელ ტემპზე გადავერთეთ. გამარჯვების მოპოვებისთვის არაფერი დავიშურეთ და კარგი იქნებოდა, ორი ტურის შემდეგ 6 ქულა გვქონოდა. თუმცა, ჯგუფის ლიდერობა არც 4-ქულიანი მარაგითაა ურიგო
შედეგი. აი ამ გარემოებით კი ნამდვილად კმაყოფილი ვარ," – თქვა ბილიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ლატვიელებთან მოგებითა და ბერძნებთან ფრით ხორვატებმა 4 ქულას მოუყარეს თავი და ისრაელის ასევე 4-ქულიან ნაკრებს ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხორვატია აშკარა ფავორიტია, ჯობდა ბერძნებთან მოეგოთ, ეხლა უფრო მოტივირებული იქნებია და ცუდი ჩვენთვის...
anastasia
14:13 08-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული