ფეხბურთელს უკრაინის ნაკრებში დებიუტი 1994 წელს ჰქონდა და მას მერე ეროვნული გუნდის ღირსება 90 თამაშში დაიცვა.
თუმცა არის შანსი, რომ ოპერაცია საჭირო არ გახდეს. ასეთ შემთხვევაში შოვკოვსკი ვარჯიშს 20-30 დღეში განაახლებს. ამჟამად ფეხბურთელი მიუნხენში იმყოფება, სადაც მას საბოლოო
აი, რას ამბობს უკრაინელი სპეციალისტი: "შოვკოვსკის კომპიუტერული ტომოგრაფია ტრავმის მიღების საღამოსვე ჩავუტარეთ, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ფეხბურთელს მხარზე მყესები სერიოზულად აქვს დაზიანებული. საბედნიეროდ, ტრავმა ძვალს არ შეხებია.
მეორე დღეს ულტრაბგერითმა გამოკვლევამ პირველადი დიაგნოზი დაადასტურა. შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ "დინამოს" ხელმძღვანელობამ საშას მიუნხენში ზიბაუერის კლინიკაში გაგზავნა გადაწყვიტა, რადგან ამ დარგში ის მსოფლიოში გამორჩეულ სპეციალისტად მიიჩნევა. ისღა დაგვრჩენია, რომ მის დასკვნას დაველოდოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"