მიროსლავ კლოზე ნაკრებს ტრავმით შეუერთდა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე სარდინიულ შეკრებაზე მყოფ ბუნდესგუნდს ტრავმირებული შეუერთდა. მირო პარასკევს "ლაციოს" ვარჯიშზე დაშავდა, რის გამოც იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში (3:1 ინტერთან) არ უასპარეზია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა კლოზეს ტრავმა - გერმანიის ნაკრების სამედიცინო შტაბი მას ზუსტ დიაგნოზს დღეს-ხვალ დაუსვამს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები სარდინიულ შეკრებას შეთხელებული შემადგენლობით გადის, თუმცა 15 მაისს ბუნდესგუნდს დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელები, მატს ჰუმელსი, მარიო გიოტცე, მარსელ შმელცერი, სვენ ბენდერი და ილქაი გიუნდოგანი შეუერთდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრები შეკრებას 17 ფეხბურთელით გააგრძელებს.

გაფართოებული შემადგენლობიდან იოახიმ ლიოვის გუნდს რვა ბაიერნელი, ასევე, "რეალის" ფეხბურთელები, მესუთ იოზილი და სამი ხედირა აკლია.

"ბაიერნს" შაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს, "რეალს" კი ყატარში სავალდებულო ტესტ-მატჩი დარჩა ჩასატარებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული