შვედებმა ევრო 2012-ისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა ევრო 2012-ზე წასაყვანი 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

"ეს ტურნირი დიდი გამოწვევა იქნება ჩვენთვის, რადგან ძალიან რთულ და ამოუცნობ ჯგუფში მოვხვდით. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სამი კარგი თამაში ვაჩვენოთ, მაგრამ ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდეთ.

უპირველესი ამოცანა 1/4-ფინალში გასვლაა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი, რადგან მედლებზეც ვფიქრობთ. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ,"
- განაცხადა ჰამრენმა ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

შვედების სიაში 12 ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც დებიუტი ექნება დიდ ტურნირზე. ყველაზე გამოცდილი კი
მათ შორის 34 წლის ოლოფ მელბერგია, რომელიც მე-6 დიდ შეჯიბრებაზე მიემგზავრება.

აქამდე მას კონტინენტის 2000, 2004 და 2008 წლების პირველობებზე უთამაშია და ამას გარდა, 2002 და 2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზეც იყო გუნდის შემადგენლობაში. სულ "ლურჯ-ყვითლების" შემადგენლობაში მელბერგს 112 მატჩი აქვს ჩატარებული.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შვედეთის ნაკრები 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჰამრენის გუნდი 30 მაისს ისლანდიას შეხვდება, 5 ივნისს კი სერბეთს.

მეკარეები: ანდრეას ისაკსონი (ეინდჰოვენი), იუჰან ვილანდი (კოპენჰაგენი), პერ ჰანსონი (ჰელსინგბორგი)
მცველები: მიკაელ ლუსტიგი (სელტიკი), ოლოფ მელბერგი (ოლიმპიაკოსი), ანდრეას გრანკვისტი (ჯენოა), მარტინ ოლსონი (ბლექბერნი), იუნას ოლსონი (ვესტ ბრომვიჩი), მიკაელ ანტონსონი (ბოლონია), ბეჰრანგ საფარი (ანდერლეხტი)
ნახევარმცველები: რასმუს ელმი (აზ ალკმაარი), სებასტიან ლარსონი (სანდერლენდი), ანდერს სვენსონი (ელფსბორგი), კიმ ჩელსტრიომი (ლიონი), პონტუს ვერბლუმი (ცსკა მ), სამუელ ჰოლმენი (ბელედიესპორი), ემირ ბაირამი (ტვენტე), კრისტიან ვილჰელმსონი (ალ-ჰილიალი)
თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), იუჰან ელმანდერი (გალათასარაი), ტობიას ჰიუსენი (გიოტებორგი), ოლა ტოივონენი (ეინდჰოვენი), მარკუს როზენბერგი (ვერდერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული