ის, რომ მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებდნენ, ჯერ კიდევ თებერვლიდან იყო ცნობილი, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე მისვლა და ხელმოწერა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო სამი თვით გაიწელა.
ინფორმაცია ფედერაციის შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად სპეციალისტმა დაადასტურა. მისი აზრით, ყველაზე რთული უკრაინის ნაკრებისთვის ის არის, რომ ორმა წამყვანმა მეკარემ ალექსანდრ შოვკოვსკიმ და ანდრეი დიკანმა ტრავმები მიიღეს. ბლოხინი საბოლოო შემადგენლობას მხოლოდ 29 მაისს დაასახელებს.
"2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სიტუაცია
უნდა ვაღიარო, რომ ახლაც რთულ მდგომარეობაში ვარ, რადგან მეკარეებთან დაკავშირებით მსგავსი რამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. საბოლოო განაცხადის გაკეთება და 26 ფეხბურთელიდან სამის სახლში გაშვება ძალიან რთული მომენტი იქნება.
ყველას, მათ შორის, თქვენც, ჟურნალისტებს, თქვენი მოსაზრება გაქვთ, მაგრამ რაკი პასუხისმგებლობა მთლიანად მე მეკისრება, გადაწყვეტილებას მე მივიღებ," - თქვა ბლოხინმა.
ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა კი დასძინა, რომ მისმა ორგანიზაციამ უკვე დაადგინა ფეხბურთელებისთვის კუთვნილი პრემიალური თანხების ოდენობა, მაგრამ რაკი ფეხბურთელებთან ამ თემაზე ჯერ არ ულაპარაკია, დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"