ლორან ბლანის 27-კაციანი შემადგენლობა

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ნაკრების 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ევრო 2012-ისთვის მზადებას ლიგა 1-ის ბოლო ტურის დასრულებისთანავე შეუდგება.

მასში ჯერ კიდევ ფიგურირებს ტრავმირებული ლოიკ რემის სახელი, ვისი ევროპირველობისთვის გამოჯანმრთელების შანსი ძალიან მცირეა. ექიმების თქმით, ბარძაყის ტრავმის გამო თავდამსხმელს 3-4 კვირა მოუწევს უქმად ყოფნა.

მეკარეები: სედრიკ კარასო (ბორდო), უგო ლორისი (ლიონი), სტივ მანდანდა (მარსელი)
მცველები: მატიე დებიუში (ლილი), ანტონი რევეიერი (ლიონი), მაპუ იანგა-მბივა (მონპელიე), გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი), იუნეს კაბული (ტოტენჰემი),
ლორან კოშელნი (არსენალი), ფილიპ მექსესი (მილანი), ადილ რამი (ვალენსია)
ნახევარმცველები: იოან კაბაი (ნიუკასლი), ფლორან მალუდა (ჩელსი), სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), ალუ დიარა (მარსელი), იან მვილა (რენი), იოან გურკუფი (ლიონი), ბლეზ მატუიდი (პარი სენ-ჟერმენი), მარვენ მარტენი (სოშო)
თავდამსხმელები: ჰატემ ბენ არფა (ნიუკასლი), კარიმ ბენზემა (რეალი), ჟერემი მენეზი (პარი სენ-ჟერმენი), მატიე ვალბუენა, ლოიკ რემი (ორივე მარსელი), ოლივიე ჟირუ (მონპელიე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული