დანიის ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დანიის ნაკრებმაც დაიწყო. 16 მაისს მთავარმა მწვრთნელმა მორტენ ოლსენმა 20-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. რაც შეეხება დანარჩენ სამ ადგილს, ოლსენი სიას დანიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით შეავსებს. შეგახსენებთ, რომ დანიის სუპერლიგა 23 მაისს მთავრდება.

ოლსენს სიურპრიზები არ შემოუთავაზებია. რაც მთავარია, სიაში არიან გუნდის ლიდერები ნიკლას ბენდტნერი (სანდერლენდი), კრისტიან ერიკსენი (აიაქსი) და დანიელ აგერი (ლივერპული). ოლსენის თქმით, ბენდტნერი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. 64 წლის სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ვეტერან დენის რომედალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი კონტინენტის პირველობის დაწყებამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

შეგახსენებთ,
რომ ევროპის 1992 წლის ჩემპიონები B ჯგუფში გერმანიასთან, ჰოლანდიასა და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებენ.

დანია 25 მაისს ჰამბურგში ტესტ-მატჩს ბრაზილიის ნაკრებთან გამართავს. მორტენ ოლსენის 20-კაციანი სია კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: სტეფან ანდერსენი (ევიანი), თომას სორენსენი (სტოკი).
მცველები: დანიელ აგერი (ლივერპული), სიმონ კიაერი (რომა), სიმონ პოულსენი (ალკმაარი), დანიელ ვასი (ევიანი), ანდრეას ბიელანდი (ნორდსიელანდი), ლარს იაკობსენი (კოპენჰაგენი).
ნახევარმცველები: ვილიამ კვისტი (შტუტგარტი), მიქაელ ზილბერბაუერი (ბერნი), კრისტიან პოულსენი (ევიანი), ნიკი ზიმლინგი (ბრიუგე), იაკობ პოულსენი (მიდტიულანდი), ლასე შიონე (ნიიმეგენი), კრისტიან ერიკსენი (აიაქსი), მიქაელ კრონ-დელი (ბრონდბიუ).
თავდამსხმელები: ნიკლას ბენდტნერი (სანდერლენდი), დენის რომედალი (ბრონდბიუ), ტობიას მიკელსენი (ნორდსიელანდი), თომას კალენბერგი (ევიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული