მათ შორის ისეთი 8 ლეგიონერია, ვისი ჩემპიონატიც დასრულდა. რემი კი 1 ლიგა 1-ის მონაწილეა, მაგრამ რაკი ის ტრავმირებულია, "მარსელმა" მას უფლება მისცა, შეკრებაზე გამოცხადებულიყო და მკურნალობა ნაკრების ექიმების მეთვალყურეობით გაევლო.
თუკი უახლოეს დღეებში თავდამსხმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ლოიკი გუდა-ნაბადს წამოკრეფს და მარსელში დაბრუნდება. რემის გარდა ლორან ბლანის გადაწყვეტილებით ჯანმრთელი ფეხბურთელებიც მსუბუქი
"ბაიერნის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა ვილი სანიოლმა გერმანიის მრავალგზის ჩემპიონში ექსთანაგუნდელ ფრანკ რიბერისა და ნაკრებში მის პრობლემებზე Goal.com-თან ინტერვიუში ისაუბრა.
რიბერის რეკორდმაისტერის რიგებში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. მის ანგარიშზე ყველა ტურნირში ერთად 17 გოლი და 26 საგოლე გადაცემა დაგროვდა. "აუცილებლად უნდა ვკითხოთ ფრანკს, რატომ ხდება, რომ "ბაიერნში" ყოველთვის ეფექტურია, მაგრამ ასეთივე დამაჯერებელი არასდროს არის ნაკრების რიგებში. ჩემი აზრით, ეს წმინდა ფსოქოლოგიური ფაქტორით არის გამოწვეული. იმედია, ის თავის საუკეთესო თვისებებს აჩვენებს ევროპის ჩემპიონატზე.
იქამდე კი მას "ჩელსისთან" გამარჯვებას ვუსურვებ. ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია კარიერაში. ფრანკმა სწორედ ასეთ შეხვედრებში უნდა დაამტკიცოს, თუ რამდენად ფასეული ფეხბურთელია," - აცხადებს სანიოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"