პაპარაცებმა ის აზარტული თამაშების მსოფლიო დედაქალაქის ერთ-ერთ ღამის კლუბში ლამაზმანების გარემოცვაში დააფიქსირეს.
ვარსკვლავი ამერიკას მეუღლე კოლინსა და ვაჟ კაემთან ერთად ესტუმრა, მაგრამ ღამის თავგადასავლების საძებნელად მათ გარეშე გაეშურა.
როგორც "სანის" ჟურნალისტები ირწმუნებიან, რუნიმ რამდენიმე საათი ჯერ ერთ-ერთ კაზინოში გაატარა, ღამის კლუბში კი მხოლოდ ამის შემდეგ გაეშურა, სადაც შუაღამემდე დარჩა. ფეხბურთელი იქ ქალბატონების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, თუმცა რამე
რუნიმ ძალიან ბევრი იცეკვა. უარი არ უთქვამს არც ალკოჰოლურ სასმელებზე. ფეხბურთელის ყოველ ნაბიჯს მისი პირადი მცველები აკონტროლებდნენ და იქ დამსწრე საზოგადოებისგან ვარსკვლავთან მიახლოების საშუალებას ყველას არ აძლევდნენ.
ფეხბურთელის ვიზიტის შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი.
მისი თქმით: "მძიმე სეზონის შემდეგ ფეხბურთელებს განტვირთვისთვის ხანდახან დათრობაც სჭირდებათ".
ასე რომ, რუნის შეუძლია მშვიდად იყოს, მისი დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი არ დაისმება.
როგორც ცნობილია, ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში ჩერნოგორიის წინააღმდეგ ფეხბურთელს უხეში თამაშისთვის 3-თამაშიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი.
აპელაციის შემდეგ ეს ვადა 2 მატჩამდე შეამცირეს. ასე რომ, ფეხბურთელს პირველად მოედანზე გასვლის უფლება მხოლოდ მესამე ტურში, უკრაინის ნაკრებთან მიეცემა.
"ახლა ირკვევა, რომ "იუნაიტედის" შემადგენლობაში უეინ რუნიმ ბოლო 3-4 თამაში ტრავმირებულმა ჩაატარა. იმისთვის, რომ სიტუაცია სრულად მოწესრიგდეს, მას რამდენიმე კვირა დასჭირდება. სეზონის დასრულებამდე კი ამაზე კლუბში დუმდნენ," - აღშფოთებულია ჰოჯსონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"