მშვენიერმა უკრაინელმა ქალბატონებმა ეროტიკულ ფოტოსესიაში მონაწილეობა მათ სამშობლოში გასამართ ტურნირში თავიანთი ქვეყნის ნაკრების ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად მიიღეს. ამასთან, ფეხბურთელების ცოლებმა თავიანთი ცხოვრების თანამგზავრებს შემდეგი მოწოდებით მიმართეს: "მედლების გარეშე არ დაბრუნდეთ!"
"მეგონა, ჩემი ქმარი ასეთი გადაღებების კატეგორიული წინააღმდეგი იქნებოდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მან მშვიდად მომისმინა. არც გახარებია და არც სწყენია; უბრალოდ, მითხრა - გააკეთე, რაც გინდაო", - განაცხადა
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფეხბურთელების ცოლები მნიშვნელოვანი ტურნირის წინ სახალხოდ შიშვლდებიან, რათა თავიანთ ქმრებს სათანადო განწყობა შესძინონ.
მაგალითად, ევრო 2004-ის დროს ფოტოკამერების წინ რუსეთის ნაკრების თამამმა გულშემატკივრებმა გაიხადეს, რამაც მაშინ ნამდვილი ფურორი გამოიწვია.