ევრო 2012-ის წინ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელების ცოლები გაშიშვლდნენ

AutoSharing Option
ფოტო
უკრაინის ნაკრების მოთამაშეების: ევგენი სელეზნიოვის, ევგენი კონოპლიანკის და ოლეგ გუსევის ცოლები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის წინ მამაკაცების ჟურნალ Maxim-ის ფურცლებზე საკმაოდ გულახდილ ფოტოსესიაში წარმოჩინდნენ.

მშვენიერმა უკრაინელმა ქალბატონებმა ეროტიკულ ფოტოსესიაში მონაწილეობა მათ სამშობლოში გასამართ ტურნირში თავიანთი ქვეყნის ნაკრების ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად მიიღეს. ამასთან, ფეხბურთელების ცოლებმა თავიანთი ცხოვრების თანამგზავრებს შემდეგი მოწოდებით მიმართეს: "მედლების გარეშე არ დაბრუნდეთ!"

"მეგონა, ჩემი ქმარი ასეთი გადაღებების კატეგორიული წინააღმდეგი იქნებოდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მან მშვიდად მომისმინა. არც გახარებია და არც სწყენია; უბრალოდ, მითხრა - გააკეთე, რაც გინდაო", - განაცხადა
ევგენი სელეზნიოვის ცოლმა ალამ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფეხბურთელების ცოლები მნიშვნელოვანი ტურნირის წინ სახალხოდ შიშვლდებიან, რათა თავიანთ ქმრებს სათანადო განწყობა შესძინონ.

მაგალითად, ევრო 2004-ის დროს ფოტოკამერების წინ რუსეთის ნაკრების თამამმა გულშემატკივრებმა გაიხადეს, რამაც მაშინ ნამდვილი ფურორი გამოიწვია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ არა მანამდე არ გაშიშვლებულან!მაგენს გავკარი სათითაოდ.
berkut
20:40 22-05-2012
0
თუ არა მანამდე არ გაშიშვლებულან!მაგენს გავკარი სათითაოდ.
berkut
20:40 22-05-2012
0

სიახლეები პოპულარული