სლავენ ბილიჩმა 23 ფეხბურთელის ვინაობა გაარკვია

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ხორვატული გაზეთების ცნობით, სლავენ ბილიჩმა თითქმის უკვე გაარკვია იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომელთაც ის უკრაინა-პოლონეთში იახლებს თან.

ერთადერთი, ღიად რჩება დეან ლოვრენის საკითხი, ვისაც ტრავმების გამო ბევრი გაუცდა და ცუდ ფორმაშია. ასე რომ, სიაში 24 ფეხბურთელს შეხვდებით.

მეკარეები: სტიპე პლეტიკოშა (როსტოვი), დანიელ სუბაშიჩი (მონაკო), ივან კელავა (დინამო)
მცველები: ვედრან ჩორლუკა (ტოტენჰემი), დეიან ლოვრენი (ლიონი), დომაგოი ვიდა, შიმე ვრსალკო, იოსიპ შიმუნიჩი (დინამო), ივან სტრინიჩი (დნიპრო), გორდონ შილდენფელდი
(აინტრახტი)
ნახევარმცველები: დანიელ პრანიჩი (ბაიერნი), ტომისლავ დუიმოვიჩი (სარაგოსა), ნიკო კრანჩარი, ლუკა მოდრიჩი (ორივე - ტოტენჰემი), მილან ბადელი (დინამო), დარიო სრნა (შახტარი), ივო ილიჩევიჩი (ჰამბურგი), ივან პერიშიჩი (დორტმუნდი), ოგნენ ვუკოევიჩი (დინამო კ), ივან რაკიტიჩი (სევილია)
თავდამსხმელები: მარიო მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი), ივიცა ოლიჩი (ბაიერნი), ედუარდო (შახტარი), ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული