მიხაელ შუმახერი: გერმანიას ჩემპიონობა შეუძლია

AutoSharing Option
24 მაისს საფრანგეთში შეკრებაზე მყოფ ბუნდესგუნდელებს საპატიო სტუმარი ჰყავდათ: გერმანიის ნაკრების ბანაკი ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, მიხაელ შუმახერმა მოინახულა.

43 წლის შუმი მონტე კარლოს გრანპრის წინ იოახიმ ლიოვის გუნდს თანაგუნდელ (მერსედესი) ნიკო როსბერგთან ერთად ესტუმრა.

სარეკლამო კლიპების გადაღების შემდეგ, შუმახერმა ახალი "მერსედეს A კლასით" მარკო როისი და ანდრე შიურლე გაასეირნა, როსბერგმა კი ლუკას პოდოლსკი და ტიმ ვიზე.

"დღეს დავრწმუნდი, რომ გერმანიის ნაკრები ძალიან მოტივირებულია, რადგან ბიჭები ჩემი თვალით ვნახე და მათ თვალებში ცეცხლი დავინახე. ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონობა მართლაც
რეალურია," - უთხრა შუმახერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული