ლორან ბლანი: ინგლისისგან სიურპრიზებს არ მოველი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელებს ახალი თავკაცი ჰყავთ, ისინი მეტოქეებისთვის სიურპრიზის შეთავაზებას ვერ მოახერხებენ.

სადებიუტო მატჩს ევროპირველობაზე ეს გუნდები ერთმანეთში 11 ივნისს დონეცკის "დონბას არენაზე" გამართავენ.

"ვნახე მათი შემადგენლობა და აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველა ფეხბურთელის თამაშის მანერას კარგად ვიცნობ. ინგლისი სერიოზული მეტოქეა, მაგრამ არაფერს მოულოდნელს მათგან არ ველოდები.

გუნდს ახალი თავკაცი ჰყავს და მას გაუჭირდება ფეხბურთელებისთვის მისი საფეხბურთო ფილოსოფიის მოკლე დროში ახსნა. ჰოჯსონის სიტუაციას იოლი ნამდვილად არ ეთქმის.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აზრით, ჯგუფის
ფავორიტები მაინც ისინი არიან. შეხედეთ ფიფას რეიტინგს და ნახავთ, რომ იქ ინგლისი მე-7, ჩვენ - მე-16.

სამწუხაროდ, საფრანგეთი უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც აღარ შედის დიდ ევროპულ საფეხბურთო ქვეყნებს შორის",
- აცხადებს ბლანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული