როი ჰოჯსონის წარმატებული დებიუტი

AutoSharing Option
ნორვეგია-ინგლისი 0:1
ნორვეგია: იარსტეინი, ჰოგლი (რუუდი 40), ჰანგელანდი, რიისე, დემიდოვი, ჰენრიკსენი (ბერიშა 84), პედერსენი (გრინჰეიმი 62), ტეტი, აბდელაუი, ელიუნუსი, ბრაატენი (ჰუსეკლეპი 74)
ინგლისი: გრინი, ჯონსი (კელი 88), ბეინსი, იაგიელკა, ლესკოტი, ჯერარდი (ბერი 46), მილნერი, პარკერი (უოლკოტი 56), დაუნინგი, იანგი (ჰენდერსონი 73), კეროლი
გოლი: 0:1 იანგი (9)

ინგლისის ნაკრებს შეკრებაზე უკვე შეუერთდნენ "ჩელსის" ფეხბურთელები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფის შემდეგ როი ჰოჯსონმა დამატებითი დასვენების დღეები გამოუყო.

მართალია, მათ ამ შეხვედრაში არ უთამაშიათ, მაგრამ 64 წლის მწვრთნელის დებიუტი ოსლოს "ულევოლზე" მაინც წარმატებული გამოდგა.

ინგლისელთა
კარს ვესტჰემელი რობერტ გრინი იცავდა, მაგრამ სკანდინავიელებმა მას სერიოზული გამოცდა ვერ მოუწყვეს, რადგან ინგლისელთა უპირატესობა თვალშისაცემი იყო და თუკი რაიმე სახიფათო მომენტი იქმნებოდა, მხოლოდ რუნე იარსტეინის კართან.

ანგარიშის გახსნა მე-4 წუთზე ენდი კეროლს შეეძლო, მაგრამ ლივერპულელის თავური ძელს მცირედით ასცდა. თუმცა გოლი მაინც მალე გავიდა - მე-9 წუთზე ეშლი იანგმა ბრედ ჰანგელანდი და მისი პარტნიორები უკანა ხაზში იოლად მოატყუა და ისე შეაგდო ეფექტური ბურთი. კუნძულელებს არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ ზეწოლა მეტოქის კარზე.

მეორე ნახევრის დასაწყისში ჯერ ლეიტონ ბეინსს შეეძლო გატანა, მერე ფილ ჯონსს, მაგრამ ჯერ მეკარემ ითამაშა კარგად, მეორედ რიკოშეტის შემდეგ კი ბურთი ძელს მოხვდა. ტაიმის შუაწელს ხელოვნური თამაშგარეს შექმნისას სერიოზულად შეცდა ინგლისელთა დაცვა, მაგრამ ამ სიტუაციაში ძალიან კარგად ითამაშა რობერტ გრინმა.

მატჩის შემდეგ
როი ჰოჯსონი: "ჩემი სანაკრებო კარიერა ძალიან კარგად დაიწყო. ნორვეგიელები შინ ძალიან იშვიათად მარცხდებიან, მაგრამ ჩვენ ამას მაინც მივაღწიეთ. დროდადრო ნამდვილად უფრო მეტი აქცენტის გაკეთება გვმართებდა შეტევაზე. ალბათ, უფრო სწრაფად უნდა მიგვეტანა ბურთი წინა ხაზის ფეხბურთელებამდე.

იყო სხვა შეცდ
ომებიც, რომელთა გამოსწორებაზე მუშაობა ჯერ კიდევ გვმართებს. ჩემპიონატის დაწყებამდე ძირითად საქმეს ნამდვილად მოვრჩებით".

ეშლი იანგი: "მგონი, ცუდად არ მითამაშია. გოლი გავიტანე და ნაკრებს გამარჯვება მოვუტანე. ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდები თუ არა ძირითად შემადგენლობაში? არ ვიცი, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. დღეს ყველამ კარგად ვითამაშეთ და იმედია, ზუსტად ამ სტილში განვაგრძობთ.

კეროლთან ერთად ვარჯიშზე მუშაობამ შედეგი გამოიღო. დღეს ის გოლის მომენტშიც გამოჩნდა. კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ფინალური ეტაპისთვის ღირსეულად მოვემზადოთ. ჩემი აზრით, სწორი მიმართულე
ბით ვვითარდებით".

ბრედ ჰანგელანდი: "როი ჰოჯსონის სამწვრთნელო ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ფეხბურთელმა, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რაღაც უნდა დათმოს. მან ფეხბურთელებს სწორედ ეს უნდა აიძულოს და თანაც, ნაკრების დონეზე.

ეს ჰოჯსონის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს. მას ნამდვილად ჰყავს რამდენიმე სუპერკლასის ფეხბურთელი, მაგრამ მათგან, უპირველესად, გუნდის შეკვრაა აუცილებელი.

ინგლისის ნაკრებში ამის გაკეთება კი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე "ფულჰემში" (ჰოჯსონი "ფულჰემში" 2007/10 წლებში მუშაობდა. რედ). თუკი როი ამას მოახერხებს, მას ექნება ჩემპიონატზე გასროლის შანსი".


საინტერესო შეფასება მისცა ნაკრების თამაშს "ტელეგრაფმა". აი, რა წერენ ჩვენი ინგლისელი კოლეგები: "რა თქმა უნდა, გარკვეული დადებითი მომენტების აღნიშვნა შეიძლება.

მაგალითად, ცენტრალურმა მცველებმა ჯოლეონ ლესკოტმა და ფილ იაგიელკამ, ისევე, როგორც ესპანეთთან შეხვედრაში, ნორვეგიასთანაც დამაჯერებლად ითამაშეს. რობერტ გრინმა ყველა ის ამოცანა წარმატებით გადაჭრა, რაც კი ნორვეგიელებმა დაუსახეს.

განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურებოდა ენდი კეროლი მატჩის პირველ 30 წუთში, იანგმა კი ნორვეგიელთა დაცვა ძალიან დატანჯა. ნორმალური დებიუტი გამოუვიდა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენსაც".

თამაშის შემდეგ ინგლისელთა ბანაკიდან სამწუხარო ინფორმაცია გამოვიდა: გარეთ ბერიმ ნორვეგიელებთან საზარდული დაიზიანა და ევროპის ჩემპიონატზე მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

"მას უცნაური ტკივილები აქვს საზარდულთან. იმისთვის, რომ ტრავმის სირთულე დადგინდეს, სერიოზული სამედიცინო შემოწმებაა საჭირო. ყველაფერი უახლოეს საათებში უნდა გაირკვეს, რადგან განაცხადის წარდგენამდე დრო, პრაქტიკულად, აღარ რჩება.

ორშაბათ საღამომდე ჩვენ საბოლოო სია მზად უნდა გვქონდეს,"
- განაცხადა "სქაი სპორტსთან" ინტერვიუში როი ჰოჯსონმა. თუკი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩა, მას, ალბათ, ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული