მას არგუმენტად მოჰყავს ის, რომ პოლონელ ხალხს რასიზმი საერთოდ არ ახასიათებს და თანაც, ქვეყანას მარტო ბრიტანეთიდან წელიწადში 100 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს. მათ კი ცუდ მოპყრობაზე არსად დაუჩივლიათ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მოითხოვა BBC-ის მხრიდან იმის ოფიციალურად უარყოფა, რომ
ინგლისელთა ბრალდებებით აღშფოთება ვერ დამალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "ღრმად შეშფოთებულები ვართ დისკრედიტაციის იმ ტალღის გამო, რაც ბოლო დღეებში ბრიტანულ მასმედიაში აგორდა უკრაინაში თითქოსდა მძვინვარე რასისტული სიტუაციის გამო.
ეს მოგონილი, მითიური პრობლემაა, რომელიც ევრო 2012-ის, უკრაინისა და ზოგადად, აღმოსავლეთევროპული ქვეყნების სახელის შებღალვას ისახავს მიზნად.
ამაში ჩვენი საზოგადოების ნაწილის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ რასიზმის დონით, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა უკრაინაზე ბევრად "წინ" დგას. დარწმუნებულები ვართ, რომ ტურნირი ტოლერანტობისა და სტუმართმოყვარეობის ატმოსფეროში ჩაივლის".
დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ იზიარებს BBC-ის ჟურნალისტების შეშფოთებას და ურჩევს გულშემატკივრებს, რომ თამამად გაემგზავრონ ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებში, - ამის შესახებ სპორტის მინისტრმა ჰიუ რობერტსონმა ტელეკომპანია Sky Sports-ის ეთერში განაცხადა.
"ის განცხადებები, რაც ფილმში მოისმინეთ, არასწორია. ჩემი რჩევა იქნება ფანების მიმართ, რომ ჩავიდნენ უკრაინაში და ნაკრებს მხარი დაუჭირონ. რაც უფრო მეტი იქნება გვერდში დგომა, მით უფრო მეტი შანსი გვექნება წარმატების მისაღწევად," - აცხადებს რობერტსონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"