შვედეთის ნაკრების პირველი გამოცდა

AutoSharing Option
შვედეთი-ისლანდია 3:2
შვედეთი: ისაკსონი, გრანკვისტი, საფარი, მელბერგი, ი. ოლსონი (ანტონსონი 81), ჩელსტრიომი (ვერბლუმი 46), ელმი (ჰოლმენი 62), ს. ლარსონი (ბაირამი 46), იბრაჰიმოვიჩი (ვილჰელმსონი 62), როზენბერგი (ჰიუსენი 46), ტოივონენი
ისლანდია: ჰალდერსონი, რ. სიგურდსონი, იონასონი, სკულასონი, გუნარსონი, ბიარნასონი (ი. გუდმუნდსონი 81), გ. სიგურდსონი, გისლასონი, დანიელსონი (იონსონი 66), სიგტორსონი (ფინბოგასონი 58), არნასონი (ეიელფსონი 83)
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (2), 2:0 ტოივონენი (14), 2:1 სიგტორსონი (26), 3:1 ვილჰელმსონი (77), 3:2 იონასონი (90+4)

ევრო 2012-ს დაწყებამდე შვედებს გიოტებორგში ორი ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი, რომელთაგან პირველში მათ ისლანდიას
უმასპინძლეს და 3:2 იმარჯვეს. 5 ივნისს კი ერიკ ჰამრენის გუნდი სერბეთს უმასპინძლებს.

"ტრე კრუნურმა" დებიუტშივე მოახერხა ანგარიშის წაყვანა ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ოლა ტოივონენის გოლების წყალობით. პირველ შემთხვევაში "მილანის" თავდამსხმელმა მარკუს როზენბერგისა და სებასტიან ლარსონის მიერ წამოწყებული კომბინაცია დააგვირგვინა, მეორე გოლისას კი ზლატანმა თავად გააკეთა საგოლე გადაცემა, რომელიც "ეინდჰოვენის" წარმომადგენელმა დაასრულა.

დიდებულად გამოიყურებოდა მოედნის ცენტრში რასმუს ელმი, ფლანგებზე კი ძალიან აქტიურები იყვნენ ლარსონი და ბერანგ საფარი.

29-ე წუთზე აიაქსელმა კოლბეინ სიგტორსონმა ოლოფ მელბერგს დაასწრო და ანგარიში შეამცირა. მეორე ნახევარში შვედების დამრიგებელმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი შეუშვა მინდორზე, რომლებმაც მასპინძელთა თამაში გამოაცოცხლეს.

შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინეს - პონტუს ვერბლუმმა კრისტიან ვილჰელმსონს გაატანინა. სტუმრებს დანებება არც უცდიათ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე ერთი გოლი გაქვითეს. კუთხურის გათამაშების შემდეგ ეს მცველმა ჰალგრიმიურ იონასონმა გააკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული