ორიოდე დღის მერე კი გულშემატკივარმა კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბავი შეიტყო. გუნდს უკვე ფრენკ ლემპარდიც დააკლდა. 33 წლის შუახაზელმა ვარჯიშზე წვივი დაიზიანა.
ექიმები თავიდანვე თქვეს, რომ ფეხბურთელს კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მათი დიაგნოზი დაადასტურა.
"გუნდისთვის ეს უზარმაზარი დარტყმაა. ექიმებმა განაცხადეს, რომ ფრენკი ნამდვილად ვერ შეძლებდა ჯგუფურ ეტაპზე გუნდის დახმარებას, რაც უკვე ნიშნავდა იმას, რომ ნაკრებში მისი შემცვლელი უნდა მიგვეწვია.
ექიმებმა დააზუსტეს, რომ ლემპარდი არათუ ჯგუფური ეტაპის მატჩებში, გუნდის დახმარებას ფინალშიც ვერ შეძლებდა, ნაკრებს იქამდე რომ მიეღწია, რადგან მას მინიმუმ ერთი თვე მოუწევს უქმად ყოფნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რაკი ლემპარდი ნაკრების საბოლოო განაცხადში იყო, ინგლისის ნაკრების ექიმების გარდა ის უეფას წარმომადგენლებმაც გასინჯეს. ჰოჯსონს მხოლოდ ამის მერე მიეცა უფლება ლემპარდის შემცვლელად განაცხადში ჯონათან ჰენდერსონი შეეყვანა.
დაბოლოს, გეტყვით, რომ ლემპარდს ინგლისის ნაკრებში 90 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი, 2002 წლიდან მოყოლებული კი მან ყველა დიდ ტურნირზე ითამაშა, ბუნებრივია 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის გარდა, სადაც ინგლისმა თავად ვერ შეძლო გაღწევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"