ევრო 2012. ინგლისის ნაკრები: მეორე დიდი დანაკლისი

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრებთან გამარჯვება როი ჰოჯსონს ძალიან ძვირი დაუჯდა. ინგლისს ზეგამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი გარეთ ბერი დაუშავდა. "სიტის" ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა.

ორიოდე დღის მერე კი გულშემატკივარმა კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბავი შეიტყო. გუნდს უკვე ფრენკ ლემპარდიც დააკლდა. 33 წლის შუახაზელმა ვარჯიშზე წვივი დაიზიანა.

ექიმები თავიდანვე თქვეს, რომ ფეხბურთელს კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მათი დიაგნოზი დაადასტურა.

"გუნდისთვის ეს უზარმაზარი დარტყმაა. ექიმებმა განაცხადეს, რომ ფრენკი ნამდვილად ვერ შეძლებდა ჯგუფურ ეტაპზე გუნდის დახმარებას, რაც უკვე ნიშნავდა იმას, რომ ნაკრებში მისი შემცვლელი უნდა მიგვეწვია.

გული მწყდება ყველაზე მეტად იმიტომ, რომ ლემპარდი ფანტასტიკურ ფორმაში იყო და მოუთმენლად ელოდა ტურნირის დაწყებას. მან საკვალიფიკაციო ეტაპზეც განუზომელი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში", - განაცხადა ჰოჯსონმა.

ექიმებმა დააზუსტეს, რომ ლემპარდი არათუ ჯგუფური ეტაპის მატჩებში, გუნდის დახმარებას ფინალშიც ვერ შეძლებდა, ნაკრებს იქამდე რომ მიეღწია, რადგან მას მინიმუმ ერთი თვე მოუწევს უქმად ყოფნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რაკი ლემპარდი ნაკრების საბოლოო განაცხადში იყო, ინგლისის ნაკრების ექიმების გარდა ის უეფას წარმომადგენლებმაც გასინჯეს. ჰოჯსონს მხოლოდ ამის მერე მიეცა უფლება ლემპარდის შემცვლელად განაცხადში ჯონათან ჰენდერსონი შეეყვანა.

დაბოლოს, გეტყვით, რომ ლემპარდს ინგლისის ნაკრებში 90 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი, 2002 წლიდან მოყოლებული კი მან ყველა დიდ ტურნირზე ითამაშა, ბუნებრივია 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის გარდა, სადაც ინგლისმა თავად ვერ შეძლო გაღწევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული