ეპიზოდი მავანმა გულშემატკივარმა ვიდეოკამერით გადაიღო და თამაშის მეორე დღეს იუთუბზე ატვირთა, რის შემდეგაც ის სოციალური ქსელების საშუალებით უსწრაფესად გავრცელდა.
ფრანგულმა გამოცემა le10sport.com-მა დაწერა: "ეს გულისამრევი იყო. ეს ჟესტი ნამდვილად იმის დადასტურება იყო, რომ ფეხბურთელს ოდნავი პატივისცემაც არ აქვს ფრანგული ფერებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც მას მხარს უჭერს.
ძალიან
ჟურნალისტებმა ფეხბურთელთან დაკავშირებაც სცადეს, მაგრამ პატრისმა თემაზე ლაპარაკი სასტიკად იუარა.
მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების შუახაზელმა იან მ'ვილამ იმავე სერბეთთან შეხვედრის დებიუტში ფეხი იტკინა, მაგრამ ლორან ბლანმა მის ნაცვლად შეკრებაზე სხვა ფეხბურთელის გამოძახებაზე უარი თქვა და მ'ვილას დრო მისცა ტრავმის მოსაშუშებლად.
ექიმების განცხადებით, ფეხბურთელს "კუნთი საშუალოდ აქვს დაჭიმული და რაც მთავარია, დამატებითი გართულებების გარეშე".
შესაბამისად, "რენის" 21 წლის ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურშივე შეძლებს. აი, 11 ივნისს ინგლისთან მისი დაპირისპირება კი საეჭვოა, რისი დიდი იმედიც ჰქონდა ეროვნული გუნდის თავკაცს.
"სქაი სპორტსმა" ლორან ბლანს ინტერვიუ სთხოვა, სადაც "სამფეროვანთა" დამრიგებელმა თავისი შეგირდების პოტენციალზე ილაპარაკა.
აი, რას ამბობს ის: "ჩემპიონატის დაწყებამდე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. სერბეთთან შეხვედრამ გვიჩვენა, რომ ფიზიკური ფორმის პიკში ჯერ არ ვართ. პირველი 60 წუთის განმავლობაში გუნდმა ძალიან მრავალფეროვნად ითამაშა, განსაკუთრებით, შეტევაში. მერე კი მოუკლო.
ბოლო 15 წუთი კი უკვე ძალიან გვიჭირდა. ინგლისთან თამაშზე უკვე ვფიქრობ. ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან რთული თამაში გვექნება. ვიცი, რომ ჰოჯსონის გუნდს დიდი პრობლემები აქვს, განსაკუთრებით, ტრავმირებულთა მხრივ, მაგრამ ასეთები ჩვენც გვყავს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"