ევრო 2012. ინგლისის ნაკრები. როი ჰოჯსონის წამგებიანი პოზიცია

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის თქმით, მას სულაც არ შურს როი ჰოჯსონის მდგომარეობის, რადგან სპეციალისტმა თავიდანვე წამგებიან სიტუაციაში ჩაიყენა თავი.

"დიახ, ის ცუდ ვითარებაშია, რადგან ჯონ ტერისა და რიო ფერდინანდის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

ამ საკითხზე ყოველთვის იქნება აზრთა სხვადასხვაობა. მას არჩევანის გაკეთება მოუწია, რათა გაქცეოდა ზედმეტ ხმაურს მასმედიაში. ჰოჯსონს ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად რამდენი ჭორი იქნებოდა ამ თემაზე.

ეროვნულ ნაკრებში კი მთავარი ერთიანობაა. თუკი ჰარმონია დაირღვევა, მ
ისი ძირშივე აღმოფხვრაა აუცილებელი. ნებისმიერ შემთხვევაში ის ძლიერი უნდა იყოს და ზეწოლას გაუძლოს,"
- ვკითხულობთ Goal.com-ზე მაკლარენის განცხადებაში.

ინგლისის ნაკრების საევროპისჩემპიონატო პერსპექტივას მისი ყოფილი ვარსკვლავი რობი ფაულერი მეტისმეტად პესიმისტურად უყურებს.

"ლივერპულის" ლეგენდის თქმით, კუნძულელთა უმთავრესი კონკურენტები ტიტულისთვის ბრძოლაში ბევრად უფრო მძლავრად გამოიყურებიან, ვიდრე ჰოჯსონის ბიჭები.

"ინგლისისთვის ევროპის ჩემპიონატის მოგება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ტურნირზე ძალიან ბევრი ძლიერი ნაკრები ითამაშებს, მაგალითად, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია.

გამარჯვება საფრანგეთსაც შეეძლება. ზემოთ ჩამოთვლილი გუნდები დღეს ბევრად უფრო ძლიერად გამოიყურებიან, ვიდრე ჩვენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ინგლისის თავს ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მგონია, რომ მას სერიოზული პრობლემები ექნება,"
- აცხადებს რობი ფაულერი.

თუკი ლაპარაკი პრობლემებზეა, როი ჰოჯსონს ისინი აქამდეც არ აკლდა. შეგახსენებთ, ტრავმების გამო მას გარეთ ბერი, ფრენკ ლემპარდი, გარი კეჰილი და ჯონ რადი დააკლდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული