"დიახ, ის ცუდ ვითარებაშია, რადგან ჯონ ტერისა და რიო ფერდინანდის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.
ამ საკითხზე ყოველთვის იქნება აზრთა სხვადასხვაობა. მას არჩევანის გაკეთება მოუწია, რათა გაქცეოდა ზედმეტ ხმაურს მასმედიაში. ჰოჯსონს ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად რამდენი ჭორი იქნებოდა ამ თემაზე.
ეროვნულ ნაკრებში კი მთავარი ერთიანობაა. თუკი ჰარმონია დაირღვევა, მ
ინგლისის ნაკრების საევროპისჩემპიონატო პერსპექტივას მისი ყოფილი ვარსკვლავი რობი ფაულერი მეტისმეტად პესიმისტურად უყურებს.
"ლივერპულის" ლეგენდის თქმით, კუნძულელთა უმთავრესი კონკურენტები ტიტულისთვის ბრძოლაში ბევრად უფრო მძლავრად გამოიყურებიან, ვიდრე ჰოჯსონის ბიჭები.
"ინგლისისთვის ევროპის ჩემპიონატის მოგება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ტურნირზე ძალიან ბევრი ძლიერი ნაკრები ითამაშებს, მაგალითად, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია.
გამარჯვება საფრანგეთსაც შეეძლება. ზემოთ ჩამოთვლილი გუნდები დღეს ბევრად უფრო ძლიერად გამოიყურებიან, ვიდრე ჩვენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ინგლისის თავს ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მგონია, რომ მას სერიოზული პრობლემები ექნება," - აცხადებს რობი ფაულერი.
თუკი ლაპარაკი პრობლემებზეა, როი ჰოჯსონს ისინი აქამდეც არ აკლდა. შეგახსენებთ, ტრავმების გამო მას გარეთ ბერი, ფრენკ ლემპარდი, გარი კეჰილი და ჯონ რადი დააკლდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"