ევრო 2012. საფრანგეთის ნაკრები. უგო ლორისი ბაზით კმაყოფილია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ძირითად კარის დარაჯ უგო ლორისს მიაჩნია, რომ დონეცკის "შახტარის" ბაზა, სადაც ფრანგებს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ცხოვრება და ვარჯიში მოუწევთ, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ლორისის თქმით, ეს დიდად შეუწყობს ხელს გუნდის მზადებას. "ჩვენი გუნდი ორ თამაშს დონეცკში გამართავს, ერთს - კიევში. ვარჯიშით კი მუდმივად "კირშაზე" ვივარჯიშებთ. ეს პროცესი ძალიან საინტერესო იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს განკარგულებაში ზეთანამედროვე ბაზა და აღდგენითი ცენტრი იქნება. ამ მხრივ, ნამდვილად არ გვექნება პრობლემა," - განაცხადა ლორისმა Sports.fr-ისთან ინტერვიუში.

ფეხბურთელები სასტარტო მატჩებს, ალბათ, ყველა ნაკრებში განსაკუთრებული მღელვარებით
ელიან. მათ შორისაა ფლორან მალუდაც, ვინც თავისი ფიქრები ინგლისთან შეხვედრის შესახებ "ფრანს ფუტბოლს" გაანდო:

"წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ 11 ივნისისთვის ინგლისი იდეალურად იქნება მზად. შემადგენლობაში მათ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი. ამ გუნდთან მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო.

ინგლისის ნაკრებს ჩემპიონატის მოგების ამბიცია აქვს. ასე რომ, ჩვენ უმძიმესი მატჩი გველის. პირადად რაც შემეხება, ბლანმა ჩემი გამოყენება მოედნის ცენტრში გადაწყვიტა. ვერ გეტყვით, რომ ამით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ პოზიციასთან შეგუება არ გამიჭირდება. ტურნირისთვის მზად ვარ და მიზნის მისაღწევად სრულად გახლავართ კონცენტრირებული".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული