ევრო 2012. შვედეთის ნაკრები. სიმშვიდე ჩრდილოელთა ბანაკში

AutoSharing Option
შვედეთი-სერბეთი 2:1
შვედეთი: ისაკსონი (ვილანდი 71), გრანკვისტი, მელბერგი, მ. ოლსონი, ლუსტიგი (ი. ოლსონი 77), ჩელსტრიომი, ა. სვენსონი (ჰოლმენი 87), ელმი, ს. ლარსონი (კ. ვილჰელმსონი 87), ტოივონენი (ჰიუსენი 55), იბრაჰიმოვიჩი (ვერბლუმი 81)
სერბეთი: ალექსიჩი (კარიმანი 45), მაქსიმოვიჩი, ლუკოვიჩი, სუბოტიჩი, იგნიოვსკი (მატიჩი 63), პეტროვიჩი, ტოშიჩი, ობრადოვიჩი (კოლაროვი 77), ტომიჩი, ლეკიჩი (შჩეპოვიჩი 45), ლაზოვიჩი
გოლები: 1:0 ტოივონენი (23), 1:1 სუბოტიჩი (27), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (52-პენ)

უჩვეულოა, მაგრამ მას მერე, რაც 14 მაისს შვედეთის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა 23-კაციანი სია გამოაქვეყნა თავისი ნომრებით, "ტრე კრუნურის" თავს
არაფერი ხდება.

ტრავმა არავის აწუხებს და შესაბამისად, გუნდი მშვიდად ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის. რაც შეეხებათ სერბებს, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა უკვე მესამე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და მესამედ დამარცხდა. ბალკანელთა წინააღმდეგობის დაძლევა აქამდე ფრანგებმა (2:0) და ესპანელებმა (2:0) შეძლეს.

სტოკჰოლმის "რასუნდაზე" მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს თამაში, თუმცა მათ არც სერბები ჩამორჩნენ. ისაკსონის კართან ხიფათი ჯერ ლაზოვიჩმა შექმნა, მერე ტოშიჩმა. 23-ე წუთზე ანგარიში მოულოდნელად გაიხსნა - ალექსიჩმა კუთხურის შემდეგ ბურთი ვერ დაიჭირა.

ტოივონენი "საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა" - 1:0. მეკარის შეცდომა სერბებმა მალევე გამოასწორეს და რაც ყველაზე საინტერესოა, მათაც კუთხურით ისარგებლეს. სუბოტიჩმა არც მცველებს და არც მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ტაიმის ბოლომდე ანგარიშში წინ გასვლის მეტი შანსი სწორედ სერბებს ჰქონდათ, მაგრამ ისაკსონს ვერაფერი მოუხერხეს. მეორე ნახევარი დაიწყო თუ არა, ტოივონენი მეკარესთან აღმოჩნდა. შეცვლაზე შესულმა კარიმანმა "ეინდჰოვენის" თავდამსხმელის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია.

პენალტი იბრაჰიმოვიჩმა აუღელვებლად გაიტანა - 2:1. თამაშის ბოლომდე სერბებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, თუმცა უშედეგოდ. მიხაილოვიჩის ახალმა გუნდმა მოკლე პერიოდში მესამე თამაში წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული