ევროპის ჩემპიონატების ისტორია - ჩემპიონთა წყევლა

AutoSharing Option
აქამდე არცერთ გუნდს არ მოუხერხებია ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვა. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ გამარჯვებულ ესპანეთს აქვს შანსი, მიაღწიოს იმას, რასაც მისი 12 წინამორბედი ვერ შესწვდა.

ესპანეთმა ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლი ზუსტად ისე დაიწყო, როგორც მოქმედ გამარჯვებულს ეკადრებოდა, მაგრამ თუკი მას უკრაინა-პოლონეთშიც სურს წარმატების მიღწევა, უმაგალითო გმირობა უნდა ჩაიდინოს. ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვის პრეცედენტი უეფას სხვა სანაკრებო ტურნირებში ყოფილა სამჯერ ვაჟების, სამჯერ ქალების და ერთხელაც ფუტსალის შემთხვევაში.

ტიტულის დაცვის პირველ მცდელობას წარმატებამდე ცოტა დააკლდა. 1960 წლის ჩემპიონატზე, გამარჯვებიდან 4 წლის შემდეგ,
საბჭოთა კავშირი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ფინალამდე მიაღწია და მასპინძლებთან 2:1 დამარცხდა.

ესპანეთმა და შემდეგ იტალიამ, როგორც 1964 და 1968 წლების ჩემპიონატების გამარჯვებულებმა, მომდევნო, 4-გუნდიანი ფინალური ეტაპები გამოტოვეს. 1974 წელს გერმანია პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონობის შემდეგ მოიგო.

ეს გმირობა ესპანეთმა 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გაიმეორა და ძალიან ახლოსაა ზედიზედ მესამე ტურნირის მოგებასთან.

ისევე, როგორც გერმანიას ჰქონდა ამის შანსი 1976 წელს, როდესაც კონტინენტის ჩემპიონატის ფინალში თამაშის წაუგებლად გააღწია. ჩეხოსლოვაკიასთან 2:2-ის შემდეგ პირველად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ული ჰიონესმა ანტონი პანენკას ვერ გაუტანა და ამით ისტორიაში შევიდა.

ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 8 გუნდამდე გაიზარდა. 1980 წელს ჩეხოსლოვაკიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში (რაც სხვა ჩემპიონატებზე აღარ განმეორებულა) იტალია დაამარცხა.

1984 წლის ჩემპიონატზე გერმანია ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა. 1988-ში კი საფრანგეთი, წინა ტურნირზე ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, საერთოდ ვერ მოხვდა ფინალურ ეტაპზე.

1992 წელს ჰოლანდიას ტიტულის შენარჩუნების დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ ისევე, როგორც გერმანია 16 წლით ადრე, პენალტების სერიაში დამარცხდა, ოღონდ დანიასთან. 16 ნაკრების 4 ჯგუფად დაყოფის შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოახერხა მოქმედმა ჩემპიონმა ჯგუფური ეტაპის გადალახვა. უკანასკნელად საბერძნეთმა კი ქულაც კი ვერ აიღო.

ეს უიღბლო ევროპული მოვლენაა. სხვა კონტინენტების ჩემპიონატებზე თუნდაც ერთხელ, მაგრამ ტიტულის დაცვის შემთხვევა ყოფილა. ფაქტია, კოპა ამერიკის პირველ ორ ტურნირზე ერთი და იგივე გუნდმა იმარჯვა (ურუგვაიმ). ასეთი შედეგი დაფიქსირებულა აფრიკის ეროვნებათა თასზეც (ეგვიპტე) და აზიის თასზეც (სამხრეთი კორეა).

ესპანეთს შეუძლია ცოტა გული დაიმშვიდოს იმ შედეგებით, რაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ჰქონდათ ევროპის პირველობებზე. საფრანგეთმა 2000 წელს მოიგო ტურნირი მას შემდეგ, რაც 2 წლით ადრე მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული.

გერმანიამ ორჯერ, 1976 და 1992 წლებში ფინალში ითამაშა. 1968 წელს ინგლისი მესამე ადგილზე გავიდა, რაც ამ გუნდისთვის დღემდე საუკეთესო შედეგად რჩება. მხოლოდ ერთხელ, 1984 წელს ვერ მოახერხა იტალიამ ფინალურ ეტაპზე მოხვედრა, როცა 1/4-ფინალში ესპანეთთან პენალტებით წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ავტორო, ესპანეთი ტიტულის დაცვასთან ძალიან შორსაა, ჯერ ნახევარი გზა გაიარა მხოლოდ
Dato
13:21 07-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული