Time Line: ჩვენც გვინდა ევროპა!

AutoSharing Option
ვიდეო
8 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე ევრო-2012 პოლონეთი-საბერძნეთის მატჩით გაიხსნება და პირველ ივლისამდე ფეხბურთის გულშემატკივარს საღამოობით ამოსუნთქვის საშუალება არ ექნება.

ასევე იხილეთ: ევრო 2012-ის ოფიციალური მუსიკალური კლიპი Oceana-ს შესრულებით

ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ სასიამოვნოა ევროპის ჩემპიონატიდან რეპორტაჟების გადმოცემა. გულშემატკივრებთან, უცხოელ კოლეგებთან, მსოფლიოს მასშტაბის ვარსკვლავებთან პირისპირ შეხვედრა.

ერთი გამოცდილი რუსი ჟურნალისტის სიტყვები ახლაც ყურიდან არ ამომდის:

"აქ ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ნამდვილად სწორი ნაბიჯია. დიდი და პატარა - ყველა ეროვნული დროშის ფერებშია გამოწყობილი. ჩვენი და თქვენი ნაკრებების ქომაგებიც მეტად ალამაზებენ გარემოს, ისევე, როგორც
თავად გუნდები (საინტერესო თამაშით). ასეთი კარგი გუნდი თუ გყავდათ, აქამდე სად იყავით, საერთაშორისო სარბიელზე რატომ არ ჩანდით?!"

როგორც მიხვდით, ეს სიტყვები არც უკრაინაში მითხრეს და არც პოლონეთში, არც საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატზე... წილად მხვდა ბედნიერება 2011 წელს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს დავსწრებოდი, სადაც კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა და საუკეთესო თორმეტ გუნდს შორის მოხვდა.

ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ საამაყოა სხვა წამყვან ევროპულ ქვეყნებს შორის საკუთარი ნაკრების წინსვლის ხილვა და კოლეგებისა თუ მეტოქეებისგან კომპლიმენტების მოსმენა. კალათბურთზე მეტს არ განვაგრძობ და განვმარტავ: ეს ყველაფერი ნიშნის მოგებით ნამდვილად არ დამიწერია. პირიქით, გული მწყდება, მორიგი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გარეშე რომ იმართება.

იყო დრო, კალათბურთელთა ეროვნულ გუნდზეც ისევე ლაპარაკობდნენ, როგორც ახლა საფეხბურთოზე. იცით, მაშინ კალათბურთელებს რატომ არ ჰქონდათ შედეგი?

იმიტომ, რომ მწვრთნელი წელიწადში ორჯერ იცვლებოდა. ზოგი მოსამზადებელი ეტაპით იყო უკმაყოფილო, ზოგიც დამრიგებლით. რაც მთავარია, ვერ იკრიბებოდა ოპტიმალური შემადგენლობა, ხან მწვრთნელის გადაწყვეტილების, ხან ტრავმიანობის მიზეზით.

2008 წლიდან იგორ კოკოშკოვის კალათბურთელთა ნაკრებში გამოჩენის შემდეგ ყველა პრობლემა აღმოიფხვრა და გუნდი ყოველწლიურად აუმჯობესებს შედეგებს.

ალბათ, მიხვდით, რისი თქმაც მინდა: შესაძლოა, ზოგადად სპორტის ამა თუ იმ სახეობაში უამრავი პრობლემა იყოს, მაგრამ 12-13 მოთამაშისთვის სათანადო პირობების შექმნა და მათი ერთმანეთთან გადაჯაჭვა ამოუხსნელი ამოცანა არ უნდა ჩანდეს.

იმედს ვიტოვებ, რომ საფეხბურთო ნაკრებსაც დაუდგება დრო, როცა ჩვენი ჰიმნი ევროპის ჩემპიონატზე აჟღერდება. მაშინ კი გამოჩნდება, რომ გუნდში ყველაფერი იდეალურადაა.

რუბრიკას "ტაიმლაინი" (დროის ხაზი) ჰქვია. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, ამ გვერდზე ევროპის ყველა ჩემპიონის ფოტო გამომექვეყნებინა. პარალელურად რამდენიმე საყურადღებო ფაქტსაც შემოგთავაზებთ.

• სამხრეთ ამერიკის პირველობები 1916 წლიდან იმართება, აზიისა - 1956-იდან, აფრიკისა - 1957-იდან... ყველაზე გვიან ევროპის ჩემპიონატებს ჩაეყარა საფუძველი - 1960 წელს.

• ევროფორუმებზე ბურთს პირველად სსრკ-ის ნაკრების ფეხბურთელი ილინი შეეხო. სსრკ-უნგრეთის მატჩს ავსტრიელი გრილი მსაჯობდა. მეოთხე წუთზე ილინის მიერ გატანილი გოლიც ისტორიაში პირველად ჩაიწერა. საინტერესოა, რომ მისთვის და გრილისთვის ეს იყო პირველი და უკანასკნელი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე.

• ისტორიაში ერთმა გუნდმაც ვერ შეძლო ტიტულის შენარჩუნება, ანუ ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ მოგება. ვნახოთ, რას იზამს ევრო-2012-ის ფავორიტი ესპანეთი.

• ჩემპიონატების ბომბარდირი ფრანგი მიშელ პლატინია, რომლის ანგარიშზე 9 გოლია. მეორეა ალან შირერი - 7.

• ევროპაში ყველაზე ტიტულოვანი გერმანიის ნაკრებია. ალემანებს ევროპის ჩემპიონატებზე სამი ოქრო და ამდენივე ვერცხლი აქვთ მოგებული.

• 1992 წელს ფინალური ეტაპის საგზური იუგოსლავიამ მოიპოვა, თუმცა პოლიტიკური მიზეზით იგი უეფამ დანიით ჩაანაცვლა. ასე "შემთხვევით" გახდნენ "ვიკინგები" ევროპის ჩემპიონები.

• გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი მთლიანად ვერცხლისგანაა დამზადებული და ექსპერტები დაახლოებით 20 ათას ევროდ აფასებენ. მისი წონა 8 კილოგრამია, ხოლო სიმაღლე - 70 სმ.

სსრკ. 1960

Sportall.Ge


იტალია. 1968

Sportall.Ge


ჩეხოსლოვაკია. 1976

Sportall.Ge


ჰოლანდია. 1988


Sportall.Ge


საბერძნეთი. 2004


Sportall.Ge


ესპანეთი. 1964, 2008


Sportall.Ge


გერმანია. 1972, 1980, 1996

Sportall.Ge


საფრანგეთი. 1984, 2000

Sportall.Ge


დანია. 1992


Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ალექსანდრე ჩივაძე: ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი მაინც ესპანეთია

კახა კაჭარავა: ლორან ბლანი მიხვდა, რა სჭირდებოდა საფრანგეთს

ოთარ გაბელია: ჩემპიონი იტალია გახდება, ან ესპანეთი

სოსო ჭედია: გერმანიისგან ჩემპიონობა არ უნდა გაგვიკვირდეს

გია გურული: საფრანგეთი თითქოს ჩრდილშია მოქცეული...

A ჯგუფი. პირველი ტურის წინ: ფერნანდუ სანტუშმა ომი თქვა, ფრანტიშეკ ჟმუდამ - მშვიდობა!

A ჯგუფი. პირველი ტურის წინ: რუსების აზრით, შანსები 50/50-ზეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული