მათთან ერთად არიან ჯგუფში ირლანდია და ხორვატია. ისინი შეიძლება ჯგუფის აუტსაიდერებად მივიჩნიოთ, ამიტომ ფავორიტთა უშუალო დაპირისპირებას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში.
რომელი გუნდი როგორ ფორმაშია უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ, ამაზე მარტივად შეიძლება პასუხის გაცემა - პირენეელები დიდებულად გამოიყურებიან, მათ ზედიზედ 4 მატჩი აქვთ მოგებული, აპენინელები კი პირიქით, საშინლად თამაშობენ და მიჯრით 3 თამაში წააგეს ისე, რომ გოლიც კი არ გაუტანიათ.
იტალიაში მძვინვარე საფეხბურთო სკანდალის გარდა, "სკუადრა აძურას"
ათით რვა
მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს ერთმანეთთან დაპირისპირების დიდი ისტორია აქვთ. სულ მათ ერთმანეთში 29 თამაში აქვთ ჩატარებული, აქედან 10-ჯერ იტალიამ იმარჯვა, 8-ჯერ - ესპანეთმა, 11 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 8-დან 7-ჯერ პირენეელებმა ამხანაგურ შეხვედრაში იძალეს. "აძურას" თვალში საცემი უპირატესობა აქვს ოფიციალურ მატჩებში - ოთხი მოგება ერთის წილ. ის ერთადერთი სიხარული ესპანელებმა შორეულ 1920 წელს ოლიმპიურ თამაშებზე განიცადეს.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიებზე იტალიას პრინციპულ მეტოქესთან ჯერ არასოდეს წაუგია - 3 მოგება, 1 ფრე.
სტატისტიკაზე კი ბოლოს იმის თქმა შეიძლება, რომ ესპანელებს ზედიზედ 14 ოფიციალური მატჩი აქვთ მოგებული, მათ შორის ათივე შესარჩევი შეხვედრა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ არცერთი "მყვირალა" გამარჯვება არ მოუპოვებიათ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი რაციონალურად ანაწილებდნენ ძალებს მთელ ეტაპზე. მიუხედავად ამისა, ყოველ შეხვედრაში გაჰქონდათ ორი ან მეტი ბურთი.
ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იყო დაცვითი ხაზი, ამას მოწმობს ის, რომ "ფურია როხამ" სულ 6 გოლი გაუშვა. ესპანელები უკანასკნელად ოფიციალურ შეხვედრაში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შვეიცარიასთან დამარცხდნენ (0:1).
რაც შეეხებათ იტალიელებს: შესარჩევი ეტაპი მათაც დაუმარცხებლად განვლეს - 8 მოგება, 2 ფრე. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ "აძურას" საუკეთესო დაცვითი ხაზი ჰყავდა - 10 შეხვედრაში ხომ მან ორადორი გოლი გაუშვა. ბოლო ოფიციალური მატჩი იტალიამ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სლოვაკეთთან წააგი (2:3).
შესაძლოა, ამ გუნდებმა ერთმანეთს "თავს არ შეაკლან", რადგან წინ კიდევ 2 შეხვედრა ელით საკმაოდ ძლიერ, თუმცა პოტენციალით მათზე სუსტ
ნაკრებებთან.
ისინი შეეცდებიან, პლეი ოფში გასვლის ამოცანა სწორედ ირლანდიასთან და ხორვატიასთან შეხვედრებში გადაჭრან.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური
გდანსკი. გდანსკ არენა. 10. ივნისი. 20:00
ესპანეთი-იტალია
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფაბრეგასი, ხ. ნავასი - ბარძალი
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - სილვა, ჩავი, ინიესტა - ნეგრედო.
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, დე როსი, კიელინი - მაჯო, მარკიზიო, პირლო, ჯაკერინი, მოტა - კასანო, ბალოტელი
არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
ბოლო ხუთი მატჩი
ესპანეთი
კოსტა რიკა-ესპანეთი 2:2, ესპანეთი-ვენესუელა 5:0, ესპანეთი-სერბეთი 2:0, ესპანეთი-სამხრეთი კორეა 4:1, ესპანეთი-ჩინეთი 1:0.
იტალია
იტალია-ჩრ. ირლანდია 3:0, პოლონეთი-იტალია 0:2, იტალია-ურუგვაი 0:1, იტალია-აშშ 0:1, რუსეთი-იტალია 3:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანდრეს ინიესტა: ესპანეთმა ზეწოლას უნდა გაუძლოს და ევრო 2012 მოიგოს
კრიშტიანო რონალდო: ერთი ჩემოდანი ფულის დადება რომ იყოს საჭირო - ესპანეთზე დავდებდი
სესკ ფაბრეგასი: ესპანეთი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია
ვისენტე დელ ბოსკე: წარმატებული სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია
ტიაგო მოტა: დარწმუნებული ვარ იტალიას ესპანეთის დამარცხება შეუძლია
ჩავი: იტალია კატენაჩოს აღარ თამაშობს