პარიზელებს გარიგება 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ. შეგახსენებთ, რომ 2007 წელს "მილანმა" "ფლუმინენსედან" ტიაგო 10 მილიონად იყიდა. თუკი კლუბებს შორის ხელშეკრულება საბოლოოდ გაფორმდა, პსჟ 8 მილიონით გააუმჯობესებს შარშანდელ სატრანსფერო რეკორდს, როცა "პალერმოს" ხავიერ პასტორეში 42 მილიონი მიუთვალა.
რაც შეეხება 27 წლის ბრაზილიელის ხელფასს, წელიწადში ის 9 მილიონ ევროს მიიღებს, ზუსტად 2-ჯერ მეტს, ვიდრე "მილანში". ფრანგული პრესა ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას უახლოეს დღეებში ელოდება.
პსჟ-ის ამბიციები ამით არ შემოიფარგლება. მას "ტოტენჰემიდან" ლუკა მოდრიჩის
ლონდონელები უკვე დაემშვიდობნენ ნიკო კრანჩარს, ვინც კიევის "დინამოში" გადავიდა. მათ უარი თქვეს პერმანენტულად ტრავმირებულ ლედლი კინგთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე.
რაც შეეხება მოდრიჩის ტრანსფერს, ამაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხანია მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გახდა. პარიზელები მზად არიან, ხორვატში უფრო დიდი თანხა გადაიხადონ, ვიდრე "ეშმაკებს" აქვთ გამზადებული და ფეხბურთელსაც უკეთესი ანაზღაურება შესთავაზონ.
დაბოლოს, გეტყვით იმას, რომ გუნდი შეიძლება საუკეთესო ბომბარდირმა, 30 წლის ნენემ დატოვოს. მიზეზი ის არის, რომ პსჟ მას ახალ ხელშეკრულებას არ სთავაზობს.
"ლეონარდოს უკვე შევხვდი და ველაპარაკე. ველაპარაკე არა ფულზე, არამედ ჩემი კლიენტის ახალ კონტრაქტზე. ძალიან გვინდა, თანამშრომლობა 2015 წლამდე გავაგრძელოთ, მაგრამ კლუბი ჯერ არაფერს გვპირდება. ლეონარდომ შემომთავაზა, რომ აღნიშნულ თემას სეზონის განმავლობაში დავუბრუნდეთ.
თუკი მას ასე სურს, მაშინ მე და ნენე ყველა წინადადებას განვიხილავთ, რასაც კი ზაფხულის განმავლობაში მივიღებთ. იმედია, კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერს არ დაბლოკავს," - განაცხადა ბრაზილიელის აგენტმა კრისტოფ მონანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"