ინგლისის ახალი გმირი - დენი უელბეკი

AutoSharing Option
21 წლის დენი უელბეკის მიერ შვედების კარში გატანილმა გოლმა გამოცემა "დეილი მეილის" ჟურნალისტებს ფეხბურთელზე მცირე ჩანახატის დაწერისკენ უბიძგა. გაზეთი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავზე საინტერესო ამბებს გვიყვება.

"ჯერ კიდევ გუშინ ვხედავდით 13 წლის ბიჭს, რომელიც ვიდეოზე რუუდ ვან ნისტელროისთან ერთად იყო გადაღებული.

დღეს კი მას უკვე გადამწყვეტი გოლები გააქვს ევროპის ჩემპიონატზე. მოდი, ცოტა მეტი რამ გავიგოთ შვედეთთან მატჩის გმირზე.

მისი სახელია დენიელ ნიი ტეკი მენსა უელბეკი, თუმცა მას ყველა, უბრალოდ, დენის უწოდებს. მისი მშობლები (ვიქტორი და ელიზაბეტი - სოციალური მუშაკები) განელები არიან.

განის ფეხბურთის ფედერაცია თავის დროზე ცდილობდა, ფეხბურთელი თავისთან ეხმო. მათ ეს ჯერ კიდევ იქამდე სცადეს, ვიდრე დენის ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვევდნენ.

ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი სწორედ განასთან შეხვედრაში შედგა. სტუმართა გულშემატკივრებმა ფეხბურთელს უსტვინეს.

8 წლისა უელბეკი "მანჩესტერ სიტის" აკადემიამ თავისთან არ მიიღო, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ დენი ფეხბურთის სათამაშოდ ძალიან გამხდარი და სუსტი იყო.

"იუნაიტედის" სკოლაში უელბეკი 6 წლისა მოხვდა. 13 წლისა კი უკვე კამერების ობიექტივში მოექცა, როცა ბავშვებთან მასტერკლასს რუუდ ვან ნისტელროი ატარებდა. შეგიძლიათ "იუთუბში" ნახოთ ეს ვიდეო, უბრალოდ, ჩაწერეთ Play it Like a Champion (ითამაშე, როგორც ჩემპიონმა).

როგორც ფეხბურთელთა უმრავლესობას, უყვარს ნანდოს (რესტორნების ქსელი) მომსახურება, თუმცა აღიარებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს არაკომფორტულად გრძნობს და ურჩევნია, საკვები სახლში წაიღოს.

დენი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია. მან სკოლის დამამთავრებელ 9 გამოცდაში C და A შეფასებები მიიღო.

განსაკუთრებულად კარგი შეფასებები ჰქონდა მას მათემატიკასა და ლიტერატურაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული