ფიფას პრეზიდენტი: ფეხბურთში "ელექტრონული" ბურთი გვჭირდება

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა თავის თვითერზე დაწერა, რომ ოფიციალურ მატჩებში "ელექტრონული" ბურთის გამოყენება აუცილებელია. მსოფლიო ფეხბურთის ბოსი ამგვარი ბურთებით თამაშის საჭიროებაზე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე, 19 ივნისს გამართულმა ინგლისისა და უკრაინის ნაკრებების მატჩმა დააფიქრა.

შეგახსენებთ, შეხვედრა როი ჰოჯსონის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის 62-ე წუთზე უკრაინელთა თავდამსხმელმა მარკო დევიჩმა კი გაიტანა, თუმცა გოლი არ ჩაითვალა, რადგან კარსუკან მყოფმა მსაჯმა ვერ შენიშნა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა (იხილეთ ვიდეო).

ეპიზოდის ვიდეოგამეორებისას ნათლად ჩანს, რომ გოლი ნამდვილად გავიდა, თუმცა ისიც ჩანს,
რომ არტემ მილევსკი, რომელმაც შეტევა წამოიწყო, პასის მომენტში თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საერთოდ კი, ზეპ ბლატერი ფეხბურთში ვიდეოგამეორებებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას არ მიესალმება. მაგალითად, 2010 წელს მან პირობა დადო, რომ სანამ ფიფას ხელმძღვანელი იქნება, მატჩის განსჯისას ვიდეოგამეორების გამოყენებას არ დაუშვებს.

რაც შეეხება "ელექტრონული" ბურთის გამოყენებას, ფიფა ამასაც კრიტიკულად უდგება, თუმცა - არა კატეგორიულად და ასეთი ბურთების ტესტირება უკვე 2011 წლის ივლისიდან მიმდინარეობს.

ამჟამად ორი ტექნოლოგიით შექმნილ ბურთს სცდიან - GoalRef-სა და Hawk-Eye-ს. პირველის მოქმედების პრინციპი დოპლერის ეფექტზეა დამყარებული - ბურთში სპეციალური სენსორია ჩაყოლებული, კარის ხაზის ქვეშ კი სადენია, რომელიც მაგნიტურ ველს ქმნის. თუკი ბურთი კარის ხაზს მთლიანად გადაკვეთს, მსაჯები უმალ დაშიფრულ სიგნალს მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გოლი ნამდვილად გავიდა.

რაც შეეხება Hawk-Eye-ს, სისტემა ტრიანგულაციის მეთოდზეა დამყარებული: ბურთის მდგომარეობა სივრცეში მაღალი ხარისხის ვიდეოგადაღებით განისაზღვრება. ამ სისტემას წარმატებით უკვე იყენებენ ჩოგბურთსა და კრიკეტში სადავო სიტუაციების დროს.

ასევე იხილეთ:
ინგლისი-უკრაინა 1:0 - ერთი მოპარული გოლი
მიშელ პლატინი გოლის დაფიქსირების ტექნოლოგიის წინააღმდეგია
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამეორებებიც შე ხისთავიანოო
rrrrrrrr
17:10 20-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული