ამის გამო ნაკრების ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ მოიწვია გუნდის საერთო კრება.
"ვისხედით სასტუმროს ნომერში და ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებზე გულწრფელად ვლაპარაკობდით," - განაცხადა ლორან ბლანის თანაშემწე ალენ ბოგოსიანმა.
გაუგებრობა 1/4-ფინალიდან გამოვარდნის მერე არ დაწყებულა. ჯერ კიდევ შვედეთთან მარცხის შემდეგ გუნდი ბანაკებად გაიყო.
ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ატემ ბენ არფა და ალუ დიარა, მეორე მხარეს სამირ ნასრი და მისი რამდენიმე მეგობარი.
პირველები "
ხოლო იქამდე, ვიდრე ის მოედანზე იყო, დაცვას სათანადოდ არ ეხმარებოდა.
"დიახ, რა შეკითხვებიც იყო, ერთმანეთს გულწრფელად დავუსვით. თავდაპირველად ბიჭები მარცხის გამო ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ. ზოგიერთი კი ძალიან ხმამაღლა ყვიროდა, - დაადასტურა ბოგოსიანმა. - მერე ცივი შხაპი მიიღეს, დაწყნარდნენ და რამდენიმე საათის შემდეგ უკვე მშვიდად გავაგრძელეთ კამათი ამ თემებზე.
ყველამ თავისი სათქმელი თქვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო სამუშაო ურთიერთობების შესანარჩუნებლად. თუკი ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ, იქ რამის შენებაზე ლაპარაკი ზედმეტია".
დამშვიდობება
საფრანგეთის ნაკრებმა დონეცკი კვირას, დილას დატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა. გასაგებია, ფეხბურთელები რა ხასიათზეც იქნებოდნენ, მაგრამ მათ სახეებზე "პოლიტკორექტული" ღიმილი იყო აღბეჭდილი, რომლის მიღმაც იმედგაცრუების წაკითხვა ძალიან ადვილი გახლდათ.
გამგზავრებამდე "შახტარის" წარმომადგენელმა იური ტარკაშევმა სტუმართა დელეგაციის ხელმძღვანელებს - ფედერაციის პრეზიდენტ ნოელ ლე გრეს, ვიცე-პრეზიდენტ ბერნარ დესუმერსა და ნაკრების თავკაც ლორან ბლანს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
თავის მხრივ, ფრანგებმაც დაასაჩუქრეს "კირშას" თანამშრომლები. ფეხბურთელებისა და ბაზის პერსონალის დამშვიდობება საკმაოდ ემოციური გახლდათ. მთელი ეს პროცესი დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. უკანასკნელად "კირშა" ლორან ბლანმა დატოვა.
"მინდა მადლობა გითხრათ თბილი მიღებისა და მომსახურე პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმის გამო. ეს ყველაფერი საუკეთესო იყო. მომავალ შეხვედრამდე," - განაცხადა მან.
დამღუპველი ეგოიზმი
საფრანგეთის ნაკრების თამაშის შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა რაიმონ დომენეკმა:
"მე, ისევე, როგორც ყველა ფრანგი, იმედგაცრუებული ვარ. სამწუხაროა, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის დასრულებულია. ლორან ბლანის გუნდი შემსრულებელთა დონემ დააღალატა.
იქამდე, ვიდრე გუნდში არსებული სიტუაცია არ გამოსწორდება, მას წარმატების შანსი არ ექნება. ცუდია, როცა ფეხბურთელები ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და ასე ცდილობენ საქმის კეთებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"