რიო ფერდინანდი: ახალგაზრდები ევროზე წაიყვანეს, მაგრამ მათ შანსი არ მისცეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმა "გარდიანთან" ინტერვიუში ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გუნდის წარუმატებლობის მიზეზი ევროპის ჩემპიონატზე მისი მეტისმეტი კონსერვატიულობა გახდა. აი, რა თქვა ფერდინანდმა:

- თუკი ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ფეხბურთელები მიგყავს, მაშინ ისინი უნდა ათამაშო და ასე მიიღო პასუხი შეკითხვაზე, რა შეუძლიათ მათ. მომწონს ოქსლეიდ-ჩემბერლენის თამაში და ძალიან მინდოდა, მინდორზე მას უფრო დიდი დრო გაეტარებინა.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თამაშებს ის უმეტესად სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა. ალექსი ზუსტად ისეთ სიტუაციაში ჩავარდა, როგორშიც უოლკოტი 2006 წლის
მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფილ ჯონსი ერთ-ერთი ის უნივერსალური ფეხბურთელია, ვისაც იოლად შეუძლია თამაშში ჩართვა.

როცა ბურთის დაცვიდან რაც შეიძლება სწრაფად ამოტანასა და მასთან ერთად 40 იარდის გავლას ცდილობ, სწორედ ფილ ჯონსი გჭირდება.

და სად იყო ის? ფილის ნაცვლად მოედანზე ჯორდან ჰენდერსონი გამოვიდა. ლივერპულელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის სულ სხვა ტიპის ფეხბურთელია.

ჰენდერსონის მოედანზე გამოსვლის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან კონსერვატიულად ვცდილობდით თამაშის აწყობას.

ამ შეცვლით მეტოქეს ვუთხარით, რომ უფრო მეტად თავის დაცვა გვაინტერესებდა, ვიდრე ის, რომ მისთვის პრობლემები იქით შეგვექმნა.

დიდი სურვილი მქონდა, მენახა ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უოლკოტი და ადამ ჯონსონი როგორ აიძულებდნენ მეტოქეებს დაცვაში თამაშს. მინდოდა, დენი უელბეკს ბურთი ისევე ხშირად მიეღო, როგორც ეს "მანჩესტერ იუნაიტედში" ხდება, მაგრამ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული